ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელის, მასიმილიანო ალეგრის აზრით, თუ ჩემპიონთა ლიგის მოგება უნდა გუნდს, მაშინ ადრე თუ გვიან ძლიერ მეტოქეებთან შეჭიდება და მათი ძლევა მაინც მოუწევს. თუმცა, ამ ეტაპზე არასასურველ მოწინააღმდეგეებად იტალიელი სპეციალისტი “ბარსელონას”, “რეალს” და “ბაიერნს” ასახელებს.
“ჩემპიონთა ლიგაზე ადვილი თამაშები არ არსებობს. ახლა წილისყრას ველოდებით და ვფიქრობ, კარგი იქნება თუ 1/8-ფინალში “ბარსელონა”, “რეალი” და “ბაიერნი” არ შეგხვდება, მაგრამ მთავარია ჯგუფური ეტაპი გადავლახეთ და ძლიერ მეტოქეებთან თამაში ადრე თუ გვიან მაინც მოგვიწევს”, - თქვა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, “იუვენტუსს” სევილიაში სამშაბათს გამართულ მატჩში ჯგუფის მოსაგებად ქულაც ჰყოფნიდა, მაგრამ ამის გაკეთება ვერ მოახერხა (0:1). აღსანიშნავია, რომ ეს “ბებერი ქალბატონის” პირველი მარცხი იყო მიმდინარე ლიგაზე, ხოლო “მანჩესტერ სიტი”, გუნდი, რომელმაც “იუვეს” სატურნირო ცხრილის მიხედვით აჯობა, ტურინელებმა ორჯერ დაამარცხეს.