“გოლდენ სტეიტ უორიორზის” გამთამაშებელი სტეფ კარი მოხარული იქნება, თუკი მისი გუნდი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარულ სეზონში მოგებული მატჩების მხრივ ლიგის რეკორდს დაამხობს, თუმცა, ამით გუნდის მთავარი მიზანი არ უნდა დაზარალდეს.
შეგახსენებთ, რომ 1995-96 წლების სეზონში “ჩიკაგო ბულსმა” სეზონი 72 მოგებითა და 10 მარცხით დაასრულა და ეს შედეგი დღემდე საუკეთესოდ რჩება. მას შემდეგ, რაც “უორიორსმა” სეზონის სტარტზე 23 გამარჯვება იზეიმა, ცხადია, კარის და მის თანაგუნდელებს რეკორდი გონებაში უტრიალებთ.
“73 მოგება რეგულარულ სეზონში? დიახ, ეს შესაძლებელია, თუმცა, ვითარებას საღი გონებით უნდა მივუდგეთ. პროგრესი უნდა გავაგრძელოთ და აპრილს საუკეთესო ფორმაში შევხვდეთ. თუკი პლეი-ოფში ვერ ვივარგეთ, რეგულარულის რეკორდები არაფერს მოგვცემს”, - აღნიშნა ამერიკელმა ვარსკვლავმა.