კალათბურთი

12:45 | 9.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

მაიკლ ტერი ვარჯიშს შეუდგა

სუპერლიგის მონაწილე ,,მგზავრები არმიას“ ამერიკელი ლეგიონერი მაიკლ ტერი ხანგრძლივი იძულებითი უქმობის შემდეგ ვარჯიშს შეუდგა. ამის შესახებ ,,მსოფლიო სპორტს“ ,,მგზავრები არმიას“ მთავარმა მწვრთნელმა ბუბა ბერიშვილმა განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ ტერის მიმდინარე ჩემპიონატის პირველი წრის მეორე ტურში ,,ბათუმთან“ შეხვედრის დროს ბარძაყის კუნთი დაეჭიმა და მას შემდეგ აღარ უთამაშია.

0.125985