თამაშგარე

11:33 | 9.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

რაფაელა ფიკო და გლდანელი ტანჯულა

ერთ დროს მარიო ბალოტელის გულისსწორი და მარიოს შვილის დედა, ცნობილი მოდელი რაფაელა ფიკო ბევრს კი ეცადა შავტუხა აფრიკელ-იტალიელთან ურთიერთობების დათბობას და შერიგებას, მაგრამ ბოლოს რაფაელა მიხვდა, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდოდა.

ანდა რა დიდი მიხვედრა უნდოდა იმას, რომ მარიოს გული რაფაელასადმი გაციებული იყო ვითარცა იალბუზი და რაფაელა მიგდებული იყო ვითარცა გლდანელი ტანჯულა. უბედური სიძვის დიაცი გლდანელი ტანჯულაც ხომ რაფაელასამებრ ბევრს ეცადა სარფიანად გათხოვილიყო, რა არ იღონა საამისოდ, მაგრამ ვაჰმე ბედსა და იღბალს - არადა არ გამოჩნდა კაცი იმედის ნათელსვეტით.

მიუხედავად იმისა, რომ რაფაელა ფიკო ცნობილი ქალია და ფინანსური სახსრების სიმცირესაც არ უჩივის, მისი ცხოვრება ისე მოეწყო, რომ თბილ და სიკეთით გაცისკროვნებულ ოჯახში შეყუჟვა დიდ ოცნებად ექცა, მაგრამ ქართველებმა ხომ ყველაზე კარგად ვიცით, რომ ოცნებები ხშირად მხოლოდ ოცნებებია და მეტი არაფერი...

0.118244