ფეხბურთი

11:07 | 9.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლორენტეს მცირე შურისძიება

ბასკმა თავდამსმელმა ფერნანდო ლორენტემ, რომელიც ზაფხულში ტურინის “იუვენტუსმა” “სევილიაში” გაასხვისა, შეიძლება ითქვას, “ბებერ ქალბატონზე” შური იძია. სწორედ ლორენტეს გოლით მოუგო “სევილიამ” იტალიის ჩემპიონს და ჯგუფში მეორე ადგილი გამოუწერა.

თამაშის შემდეგ ესპანელმა ფორვარდმა თქვა, რომ “იუვენტუსის” პირველ ადგილზე გასვლა უნდოდა, მაგრამ “მანჩესტერ სიტიმ” ქულები არ დაკარგა...

“ჩვენთვის მთავარი იყო გამარჯვება, რადგან ევროპა ლიგის საგზურის მოპოვება გვინდოდა. ბრწყინვალე თამაში ჩავატარეთ ისეთი ძლიერი დაცვის წინააღმდეგ, როგორიც “იუვეს” ჰყავს. “იუვეს” პატივს ვცემ და მინდოდა, რომ პირველ ადგილზე ტურინელები გასულიყვნენ, მაგრამ სამწუხაროდ “სიტის” თამაში ფრედ არ დასრულდა”, - აღნიშნა ლორენტემ.

ფერნანდო ლორენტე “იუვენტუსში” ორი სეზონი ირჯებოდა და გუნდთან ერთად ორგზის მოიგო იტალიის ჩემპიონატი და სუპერთასი, ხოლო ერთხელ იტალიის თასი. ჯამში მან ტურინულ კარიერაში 27 გოლის გატანა შეძლო.

0.120705