ფეხბურთი

10:50 | 9.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი “ლევერკუზენთან” მატჩს გამოტოვებს

როგორც კატალონიის “ბარსელონას” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, გუნდის შემტევი ნაიმარი ლევეკუზენის “ბაიერნთან” გასამართ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს საზარდულის მცირე ტრავმის გამო გამოტოვებს.

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა დაზიანება გუნდის ბოლო ვარჯიშზე მიიღო და განაცხადს მიღმა დარჩა. “ფარმაცევტების” და “ბლაუგრანას” დაპირისპირება “ბაიარენაზე” დღეს თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

მიმდინარე სეზონში სამხრეთამერიკელმა საკლუბო დონეზე 18 მატჩი ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.121452