ფეხბურთი

9:28 | 9.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი მაინც კმაყოფილია

ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი “სევილიასთან” განცდილი მარცხის (0:1) მიუხედავად, მაინც კმაყოფილია. “ბიანკონერმა” “დალაქებთან” წაგებით, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მეორე ადგილი დაიკავა, იტალიური გრანდი “მანჩესტერ სიტის” ჩამორჩა.

“ვინც “სევილიასთან” იოლ თამაშს ელოდა, ძალიან შეცდა. მთავარი ისაა, რომ მთელმა გუნდმა კარგად ითამაშა და ახლა მხოლოდ “ფიორენტინასთან” მატჩზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული. ესპანურ გუნდთან დადებით შედეგს ველოდით, მაგრამ ხდება ხოლმე, მომენტებს ქმნი და ვერ იყენებ. მთავარი ის გახლდათ, რომ შემდეგ ეტაპზე გავედით. ამავდროულად არ დაგვავიწყდეს, რომ ახალგაზრდული გუნდით ვთამაშობდით.” – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

“სევილიასთან” მარცხით, ალეგრის გუნდმა ჯგუფში 11 ქულა დააგროვა და “ქალაქელებმა” “იუვენტუსს” ერთი ქულით გაუსწრო. ესპანური გუნდი კი გადაერთო ევროპა ლიგაზე, რომელიც გასულ სეზონში მოიგეს.

0.117373