უეფას ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ორი მერვედფინალისტის ვინაობა გახდა ცნობილი, თუმცა მასში ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” სახელი არ ფიგურირებს. თებერვლიდან პლეი-ოფში “ვოლფსბურგი” და “პსვ ეინდჰოვენი” ითამაშებენ.
ევროპა ლიგას მოქმედი მფლობელი დაუბრუნდება, ამავე ტურნირზე იასპარეზებს ზემოხსენებული “იუნაიტედი”. ტურინის “იუვენტუსმა” კი სევილიაში ქარს გატანებულ უამრავ საგოლე მომენტს ჯგუფში პირველი ადგილიც გააყოლა... კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი რეკორდი დაამყარა, ხოლო ზლატან იბრაჰიმოვიჩი პსჟ-ს ისტორიაში კიდევ ერთი კუთხით ჩაეწერა.
A ჯგუფი
მადრიდის “რეალს” ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში თამაში პირველი ადგილით განაღდებული ჰქონდა, თუმცა ის, რაც რაფაელ ბენიტესის გუნდმა შვედეთის ჩემპიონ “მალმეს” დამართა, მაინც აღნიშვნის ღირსია. “სამეფო გუნდმა” მეტოქეს 8 უპასუხო გოლი გაუტანა და კიდევ რომ მოენდომებინა, მეტითაც მოუგებდა. აღნიშნული 8 გოლიდან 4 კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა, ვინაც მეორე ტაიმის დასაწყისში, 8 წუთიან ინტერვალში ჰეთ-თრიქი გაიფორმა. აღსანიშნავია, პორტუგალიელმა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ჯგუფურ ეტაპზე გატანილი გოლებით რეკორდი დაამყარა. რონალდუს ამ დროისთვის 11 ბურთი აქვს შეგდებული, ხოლო ძველი რეკორდი ბრაზილიელ ლუის ადრიანოს ეკუთვნოდა – 9 გოლი.
ჯგუფის მეორე მატჩში ფრანგულმა “პარი სენ ჟერმენმა” დონეცკის “შახტარს” საფეხბურთო ანგარიშით მოუგო – 2:0. მეორე ბურთი ზლატან იბრაჰიმოვიჩის ანგარიშზეა, ვინც დღეიდან პსჟ-ს საუკეთესო გოლეადორია ევროტურნირებზე.
მოკლედ, პირველ-მეორე ადგილები “რეალმა” და პსჟ-მ გაინაწილეს, ხოლო ევროპა ლიგაზე თებერვლიდან “შახტარი” ითამაშებს.
პსჟ – “შახტარი” 2:0 (0:0) (მიმოხილვა)
პარიზი, “პარკ დე პრენსი”
მაყურებელი: 46 000
პსჟ (4-3-3): ტრაპი; ვან დერ ვილი, მარკინიოსი, დავიდ ლუისი, კურზავა; სტამბული, რაბიო, მატუიდი (დი მარია 68); ლუკასი (ნკუნკუ 87), იბრაჰიმოვიჩი, ლავეცი (კავანი 69)
მწვრთნელი: ლორან ბლანი
“შახტარი” (4-2-3-1): კანიბოლოცკი; სრნა, კუჩერი, რაკიცკი, ისმაილი; ფრედი, სტეპანენკო; მარლოსი (კოვალენკო 74), ალექს ტეიშეირა, ტაისონი (ბერნარდი 69); ედუარდო (დენტინიო 78)
მწვრთნელი: მირჩა ლუჩესკუ
გოლები: 1:0 ლუკასი (57), 2:0 იბრაჰიმოვიჩი (86)
გაფრთხილება: ლავეცი (39) – სრნა (62), ისმაილი (81), რაკიცკი (84)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (6) – 12 (3) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 7:5 თამაშგარე: 4:3
მსაჯი: ენტონი ტეილორი (ინგლისი)
“რეალი” – “მალმე” 8:0 (3:0) (მიმოხილვა)
მადრიდი, “სანტიაგო ბერანებეუ”
მაყურებელი: 60 000
“რეალი” (4-3-3): კასილია; დანილო, პეპე (მარსელო 53), ნაჩო, არბელოა; კაზემირო, კოვაჩიჩი (ჩერიშევი 76, ისკო; ხამესი (ხესე 65), ბენზემა, რონალდუ
მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი
“მალმე” (4-4-2): ვილანდი; ტინერჰოლმი, არნასონი, კარვალიო, იუტუნი; რაკიპი (კროონი 77), ადუ, ლევიცკი, სანა (მეჰმეტი 64); ჯურჯიჩი (როდიჩი 46), ბერგეტი
მწვრთნელი: აგე ჰარეიდე
გოლები: 1:0 ბენზემა (12), 2:0 ბენზემა (24), 3:0 რონალდუ (39), 4:0 რონალდუ (47), 5:0 რონალდუ (50), 6:0 რონალდუ (59), 7:0 კოვაჩიჩი (70), 8:0 ბენზემა (74)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 31 (15) – 4 (1) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 5:3 თამაშგარე: 4:0
მსაჯი: დანიელე ორსატო (იტალია)
B ჯგუფი
ინგლისურ “მანჩესტერ იუნაიტედს” ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება საბოლოო ჯამში ერთობ წარუმატებელი გამოუვიდა. აკი ამბობდა კიდეც თამაშამდე “მანკუნიანელთა” თავკაცი ლუის ვან გაალი ჯერ ლიგის მოსაგებად მზად არ ვართო, მაგრამ ჯგუფში ჩარჩენა მეტისმეტად დიდი დარტყმა უნდა იყოს ამბიციური გუნდისთვის. “წითელ ეშმაკებს” ვოლფსბურგში მოგება სჭირდებოდათ და აქტიურადაც დაიწყეს, რაც ანტონი მარსიალის სწრაფ გოლში აისახა, მაგრამ დღეს ინგლისელმა მცველებმა ვერაფერი მოუხერხეს “ვოლფსბურგის” ვეტერან ბრაზილიელ ნალდოს, რომელმაც დუბლი შეასრულა. ერთიც მისმა თანამემამულე ვიეირინიამ გაიტანა და “მგლები” თავის ისტორიაში პირველად ითამაშებენ ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო 16 გუნდს შორის. “მანჩესტერი” კი ევროპა ლიგით უნდა დაკმაყოფილდეს. სხვათა შორის, “მანიუ” ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მესამედ ჩარჩა.
ამ ჯგუფიდან მეორე ადგილით მერვედფინალში ჰოლანდიის ჩემპიონ პსვ ეინდჰოვენს ვიხილავთ.ფილიპ კოკუს გუნდს მოსკოვის ცსკასთან მოგება უნდოდა და მიზანს მიაღწია კიდეც. მატჩის მოვლენები მეტისმეტად დრამატულად განვითარდა: ჯერ სერგეი იგნაშევიჩმა რუსები დაწინაურა და ამ ანგარიშზე პსვ ბოლო, ხოლო ცსკა მესამე (ევროპა ლიგაზე) ადგილზე გადიოდა, მაგრამ ლუკ დე იონგმა და პროპერმა “ეინდჰოვენი” პლეი-ოფში გაიყვანეს. პსვ ლიგის პლეი-ოფში 2006 წლის მერე პირველად გავიდა.
პსვ – ცსკა 2:1 (0:0) (მიმოხილვა)
ეინდჰოვენი, “ფილიპს არენა”
მაყურებელი: 35 000
პსვ (4-3-3): ზოეტი; მირინი, მორენო, ბრუმა, ბრენეტი; პროპერი, გუარდადო, ჰენდრიქსი; პერეირო (ბერგვინი 85), დე იონგი, ლოკადია
მწვრთნელი: ფილიპ კოკუ
ცსკა (4-2-3-1): აკინფეევი; ნაბაბკინი, იგნაშევიჩი, ა. ბერეზუცკი, ცაუნია; ნათხო, ვერნბლუმი; ტოშიჩი, მუსა, ძაგოევი; დუმბია
მწვრთნელი: ლეონიდ სლუცკი
გოლები: 0:1 იგნაშევიჩი (76), 1:1 დე იონგი (78), 2:1 პროპერი (86)
გაფრთხილება: პერეირო (66), გუარდადო (75), დე იონგი (76), ბრუმა (83) - ვერნბლუმი (37), ნაბაბკინი (56), ცაუნია (78)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (3) – 6 (2) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 4:5 თამაშგარე: 11:2
მსაჯი: დავიდ ფერნანდესი (ესპანეთი)
“ვოლფსბურგი” – “მანჩესტერ იუნაიტედი” 3:2 (2:1) (მიმოხილვა)
ვოლფსბურგი, “ვოლკსვაგენ არენა”
მაყურებელი: 26 400
“ვოლფსბურგი” (4-2-3-1): ბენალიო; ტრეში, ნალდო, დანტე, როდრიგესი (შეფერი 16); არნოლდი, გუილავოჯი; ვიეირინია (კლოზე 78), კრუსე, დრაქსლერი (კალიჯური 86); შურლე
მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი
“მანჩესტერ იუნაიტედი” (4-3-3): დე ხეა; ვარელა, სმოლინგი, ბლინდი, დარმიანი (ჯეკსონი 43); ფელაინი, შვაინშტაიგერი (ქერიკი 69), ლინგარდი; მატა (პოუელი 69), მარსიალი, დეპაი
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი
გოლები: 0:1 მარსიალი (10), 1:1 ნალდო (14), 2:1 ვიეირინია (29), 2:2 გუილავოჯი (82, ა.გ), 3:2 ნალდო (84)
გაფრთხილება: შურლე (59), ნალდო (72) - დარმიანი (17), ვარელა (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (6) – 17 (9) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 6:4 თამაშგარე: 2:6
მსაჯი: მილორად მაზიჩი (სერბეთი)
C ჯგუფი
მადრიდის “ატლეტიკოს” ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად ლისაბონში უცილობლივ მოგება უნდოდა და დიეგო სიმეონეს უნდმა მიზანს უწია კიდეც. საულ ნიგეზის პირველ ტაიმში გატანილ გოლს მეორეში ლუსიანო ვიეტომ წაამატა. ერთადერთი რაც “ბენფიკამ” შეძლო პრესტიჟის გოლი გახლდათ, თუმცა ეს მათ ჯგუფის მოგებაში ვერ წაადგათ.
ყაზახურმა “ასტანამ” კი ლამის ევროპა ლიგის საგზური ირგუნა. ასტანელებს სტამბულში, “გალათასარაისთან” რომ მოეგოთ, ასეც მოხდებოდა, თუმცა სელჩუკ ინანის გოლით ევროპა ლიგაზე “გალას” ვიხილავთ. არადა, თავიდან “ასტანა” ტვუმასის გოლით იგებდა... ისე, სასაყვედურო დებიუტანტი გუნდის მიმართ არავის უნდა ჰქონდეს: 6 თამაშში “ასტანამ” 4 არ წააგო...
“ბენფიკა” – “ატლეტიკო” 1:2 (0:1) (მიმოხილვა)
ლისაბონი, “და ლუჟი”
მაყურებელი: 40 000
“ბენფიკა” (4-2-3-1): ჟულიო სეზარი; ჟარდელი, ალმეიდა, ლოპესი, ელიზეუ; ფეისა, პიცი; გეუდეში (მიტროღლუ 46), სანჩესი, გაიტანი (გონსალესი 76); ხონასი (ხიმენესი 61)
მწვრთნელი: რუი ჟორჟე
“ატლეტიკო” (4-4-2): ობლაკი; ხუანფრანი, გოდინი, სავიჩი, ფილიპე ლუისი; ფერეირა-კარასკო (ო. ტორესი 73), გაბი, საული, კოკე; გრიზმანი (ხიმენესი 90), ვიეტო (ფ. ტორესი 63)
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
გოლები: 0:1 საული (33), 0:2 ვიეტო (55), 1:2 მუტრიღლუ (75)
გაფრთხილება: ფეისა (77) – გოდინი (68), საული (70), ო. ტორესი (89)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (3) – 8 (6) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 3:5 თამაშგარე: 1:2
მსაჯი: ოვიდიუ ჰატეგანი (რუმინეთი)
“გალათასარაი” – “ასტანა” 1:1 (0:0) (მიმოხილვა)
სტამბული, “ალი სამი ენი”
მაყურებელი: 25 000
“გალათასარაი” (4-2-3-1): მუსლერა; საბრი, სემიჰი, ჩედჯუ, ჰაკანი; ოლჩანი (როდრიგესი 82), ინანი; პოდოლსკი, სნეიდერი, იასინი (ბულუტი 87); ილმაზი
მწვრთნელი: მუსტაფა დენიზლი
“ასტანა” (4-2-3-1): ერიკი; ანიჩიჩი, ილიჩი, პოსტნიკოვი, შომკო; მაკსიმოვიჩი, კეტევოამა (ნუსერბაიევი 74); მუჟიკოვი (ჟუკოვი 88), ტვუმასი, ცანაში; კაბანანგა (ჯოლჩიევი 73)
მწვრთნელი: სტანიმირ სტოილოვი
გოლები: 0:1 ტვუმასი (62), 1:1 ილმაზი (64)
გაფრთხილება: ილმაზი (90) - მუჟიკოვი (49), ტვუმასი (60)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 22 (8) – 16 (5) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 8:5 თამაშგარე: 2:0
მსაჯი: კრეიგ ტომსონი (შოტლანდია)
D ჯგუფი
D ჯგუფის ბოლო ტურში მოვლენები ძალზე დრამატულად განვითარდა. არადა, ჯგუფიდან გამსვლელი ორივე გუნდის ვინაობა ცნობილი იყო. გასარკვევი მხოლოდ მესამე ადგილოსნისა და ჯგუფის გამარვებულის ვინაობა რჩებოდა. პირველი ტაიმების მერე ისეთი სურათი იყო, თითქოს მიზანს “იუვენტუსი” და “გლადბახი” აღწევდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა.
“მანჩესტერ სიტის” ჯგუფის მოსაგებად გერმანელებთან მოგება სჭირდებოდა და მალევე დავიდ სილვას ლამაზი გოლით დაწინაურდა, მაგრამ ანტრაქტამდე ბრწყინვალე ფორმაში მყოფმა “ბორუსიამ” წინ გასვლა შეძლო და მე-80 წუთამდე იგებდა... მერე კი, საქმეში რაჰიმ სტერლინგი ჩაერია, ვინაც ორ წუთიან ინტერვალში დუბლი გაიფორმა და “სიტის” ჯგუფი მოაგებინა, “გლადბახი” კი ბუნდესლიგის ამარა დატოვა.
ევროპა ლიგაზე კი “სევილია” ითამაშებს. “რამონ სანჩეს პისხუანზე” კინკილა გოლი გავიდა, მაგრამ ძალზე ბევრი რეალური მომენტი შეიქმნა და შეხვედრაც დიდებული საცქერი იყო. უპირატესობას ორივე ტაიმში “იუვე” ფლობდა და წასაგები თამაშიც არ ჰქონია, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში ტურინელები ბევრს სცოდავდნენ. ამ მხრივ განსაკუთრებით ალვარო მორატა “გამოირჩა”, რომელმაც ორი ისეთი მონეტი გაატანა ქარს, ვერგატანა უფრო რთული რომ გახლდათ... მათ შორის, მეორე, მსაჯის მიერ კომპესირებულ დროში. არადა, ესპანელს რომ გაეტანა, “იუვე” პირველ ადგილზე გადიოდა... ჰო, რაც მთავარია: “სევილიას”ზაფხულში “ბებერი ქალბატონიდან” ნაყიდმა ფერნანდო ლორენტემ მოაგებინა, რომელმაც ექსთანაგუნდელ ანდრეა ბარძალის მეორე სართულზე ორთაბრძოლა მოუგო.
“იუვენტუსმა” მიმდინარე ლიგაზე პირველი მატჩი წააგო, ამასთან, “სიტის” ორივე თამაში მოუგო, მაგრამ სატურნირო ცხრილში მაინც “ქალაქელებზე” უკან აღმოჩნდა და მერვედფინალში დიდი ალბათობით ძლიერ მეტოქესთან მოუწევს შეჭიდება... “სევილიამ” კი მიზანს უწია – ევროპა ლიგას ბოლო ორი სეზონის გამარჯვებული დაუბრუნდა.
“მანჩესტერ სიტი” – “გლადბახი” 4:2 (1:2) (მიმოხილვა)
მანჩესტერი, “ეტიჰად სთედიუმი”
მაყურებელი:
“მანჩესტერ სიტი” (4-2-3-1): ჰარტი; კლიში (სანია 81), მანგალა, ოტამენდი, კოლაროვი; ფერნანდინიო, დელფი (ბონი 65); დე ბრუინე (ნავასი 65), ტურე, სილვა; სტერლინგი
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი
“გლადბახი” (4-2-2-2): სომერი; კორბი, კრისტიანსენი, ნორდვეიტი, ვენდტი (აზარი 84); დაჰუდი (შულცი 66), ქსაკა; ელვედი, ჯონსონი (დრმიჩი 72); რაფაელი, სტინდლი
მწვრთნელი: ანდრე შუბერტი
გოლები: 1:0 სილვა (16), კორბი (19), 1:2 რაფაელი (43), 2:2 სტერლინგი (80), 3:2 სტერლინგი (82), 4:2 ბონი (85)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 21 (9) – 11 (3) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 7:0 თამაშგარე: 2:0
მსაჯი: დანი მაკელიე (ჰოლანდია)
“სევილია” – “იუვენტუსი” 1:0 (0:0) (მიმოხილვა)
სევილია, “სანჩეს პისხუანი”
მაყურებელი: 38 000
“სევილია” (4-2-3-1): სერხიო რიკო, კოკე, რამი, კოლოჩეჯიაკი (მარიანო 57), ტრემოლინასი; კრიხოვიაკი, ნ’ზონზი; ვიტოლო, ბანეგა, კონოპლიანკა (კრონ-დელი 68); ლორენტე (გამეირო 77)
მწვრთნელი: უნაი ემერი
“იუვენტუსი” (3-5-2): ბუფონი; ბარძალი, ბონუჩი, კიელინი; ლიხშტაინერი (კუადრადო 77), სტურარო, მარკიზიო, პოგბა, ალექს სანდრო; დიბალა, მორატა
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
გოლები: 1:0 ლორენტე (65)
გაფრთხილება: ალექს სანდრო (38), სტურარო (49)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 18 (6) – 19 (8) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 4:3 თამაშგარე: 4:0
მსაჯი: სჟიმონ მარცინიაკი (პოლონეთი)