ჩოგბურთი

23:42 | 8.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

სერენა უილიამსი წლის საუკეთესო ჩოგბურთელია

WTA-მ გულშემატკივრებთან და მედიის წარმომადგენლებთად ერთად, წლის საუკეთესო ჩოგბურთელად სერენა უილიამსი დაასახელა. უმცროსმა უილიამსმა წლის საუკეთესო ჩოგბურთელის ტიტული ზედიზედ მეოთხედ, სულ კი მეშვიდედ მოიგო (2002, 2008, 2009, 2012, 2013, 2014, 2015).

სერენა ამ მაჩვენებლით მარტინა ნავრატილოვას გაუთანაბრდა. წლის საუკეთესო ჩოგბურთის ტიტული ყველაზე მეტჯერ 8-ჯერ შტეფი გრაფს აქვს მოგებული.
უილიამსმა 2015 წელს დიდი სლემის სამი ტურნირი (უიმბლდონი, ავსტრალიის და საფრანგეთის ღია პირველობები) მოიგო, ხოლო აშშ-ს ღია პირველობაზე ნახევარფინალში დამარცხადა. სერენამ 2015 წელს ჩოგბურთის თამაშით 10,5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

0.123453