ინგლისის პრემიერლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა გათამაშების მე-15 ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.
კვირის საუკეთესო თერთმეტეულში ორ-ორი მოთამაშეა წარდგენილი “სტოკიდან”, “ბორნმუთიდან” და “უოტფორდიდან”, ხოლო თითო ფეხბურთელი “ლესტერის”, “არსენალის”, “კრისტალ პალასის”, “საუთჰემპტონისა” და “ასტონ ვილას” ღირსებას იცავს.
ტურის საუკეთესო გუნდი ასეთია:
მეკარე: არტურ ბორუცი (“ბორნმუთი”);
მცველები: სტივ კუკი (“ბორნმუთი”), სკოტ დანი (“კრისტალ პალასი”), ჯოლეონ ლესკოტი (“ასტონ ვილა”), სედრიკ სოარეში (“საუთჰემპტონი”);
ნახევარმცველები: აარონ რემსი (“არსენალი”), რიად მაჰრეზი (“ლესტერი”), მარკო არნაუტოვიჩი, ხერდან შაქირი (ორივე “სტოკი”);
თავდამსხმელები: ტროი დინი, ოდიონ იგალო (ორივე “უოტფორდი”).