“სან ანტონიო სპურსმა” გასვლაზე “ფილადელფია” 119:68 გაანადგურა. ტეხასური კლუბის ისტორიაში 51-ქულიანი გამარჯვება ყველაზე დიდი სხვაობით მოგებული შეხვედრა გახლავთ. აქამდე “სან ანტონიოს” ყველაზე დიდი 49-ქულიანი სხვაობით 1995 წელს “ვანკუვერ გრიზლი” ჰყავდათ დამარცხებული.
აღსანიშნავია, რომ “სან ანტონიოს” თორმეტივე კალათბურთელმა მინიმუმ 3 ქულის ჩაგდება მოახერხა, ყველაზე მეტი 26 ქულა ლამარკუს ოლდრიჯის ანგარიშზეა. ახალწვეულმა ბობამ მარიანოვიჩმა 18 ქულა ჩააგდო.
“ფილადელფია” – “სან ანტონიო” 68:119 (17:33, 12:32, 23:31, 16:23)