ფეხბურთი

18:38 | 8.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფანებმა პრემიერლიგის ნოემბრის საუკეთესო ფეხბურთელად ოზილი დაასახელეს

პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ ფანების გამოკითხვის მიხედვით, პრემიერლიგის ნოემბრის საუკეთესო მოთამაშე დაასახელა.

გულშემატკივრების რჩეული ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველი მესუთ ოზილი გახდა, რომელმაც გასულ თვეში 3 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა. ოზილმა გამოკითხვაში “მანჩესტერ იუნაიტედის” მცველს კრის სმოლინგსა და “ლესტერის” თავდამსხმელს ჯეიმი ვარდის აჯობა.

პრემიერლიგის გარდა, ქომაგებმა ინგლისის ჩემპიონატის ქვედალიგების საუკეთესო მოთამაშეც აირჩიეს. ჩემპიონშიფის ნოემბრის საუკეთესო მოთამაშედ “შეფილდ უენსდის” პორტუგალიელი ფორვარდი ლუკას ჟოაო დაასახელეს, რომელმაც 4 მატჩში 3 გოლი გაიტანა. პირველი ლიგის (რანგით მესამე) გასული თვის საუკეთესო ფეხბურთელი იაკობ მერფია, რომელიც “ნორვიჩის”საკუთრებაშია და “ქოვენთრის” ღირსებას იჯარით იცავს, ხოლო მეორე ლიგიდან (რანგით მეოთხე) “ბრისტოლის” შემტევი მეტ ტეილორი გამოარჩიეს.

0.140498