იტალიური “მილანი” და რიკარდო მონტოლივო კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი calciomercato იუწყება.
როგორც ცნობილი ხდება, 30 წლის ფეხბურთელი, რომელიც “როსონერის” რიგებში ამჟამად ანაზღაურების სახით 3.5 მილიონ ევროს იღებს, ახალი ხელშეკრულების თანახმად ხელფასის შემცირებაზე ყაბულსაა. მონტოლივოს მიმდინარე კონტრაქტი ზაფხულში ეწურება და როგორც ჩანს, “მილანს” თავის კაპიტანთან განშორება არ სურს. ხსენებული კონტრაქტი 3 წლით, 2019 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივდება.
რიკარდო მონტოლივო “სან სიროზე” 2012 წელს ფლორენციის “ფიორენტინადან” გადაბარგდა. მიმდინარე სეზონში კი სერია A-ში 13 შეხვედრა ჩაატარა.