ფეხბურთი

16:45 | 8.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

რონ ვლაარი მშობლიურ კერას დაუბრუნდა

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების 30 წლის მცველი რონ ვლაარი სამშობლოში დაბრუნდა და კარიერას ერედივიზონის ბინადარ “ალკმაარში” გააგრძელებს. ამის შესახებ “აზ 67”-ის ვებგვერდი გვამცნობს. ვლაარი ჰოლანდიურ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

“აზ 67”-მა მიაღწია შეთანხმებას რონ ვლაართან, რომელმაც კონტრაქტი 2016 წლის ბოლომდე გააფორმა. რონი უკვე თამაშობდა “ალკმაარში” და ეს მისთვის სახლში დაბრუნებაა”, - წერს შოთა არველაძის ყოფილი გუნდის საიტი.

ვლაარმა კარიერა “ალკმაარში” დაიწყო და 2005 წელს როტერდამის “ფეიენოორდში” გადაბარგდა, სადაც 2012 წლამდე ითამაშა. აქედან მოყოლებული გასულ ზაფხულამდე კი ბირმინგემის “ასტონ ვილასთვის” ირჯებოდა, რომელთანაც კონტრაქტი ზაფხულში გაწყვიტა და ამ დრომდე უგუნდოდ იყო. აღსანიშნავია, რომ ვეტერან მცველს თავისთან რომის “ლაციოც” იწვევდა.

0.111298