ფეხბურთი

15:43 | 8.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

არველაძე “ნეფთჩის” თავკაცის პოსტზე ახსენეს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად მწვრთნელი შოთა არველაძე, რომელიც თვეზე მეტია უმუშევარია, შესაძლოა ბაქოს “ნეფთჩის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს. ამის შესახებ აზერბაიჯანული ინტერნეტპორტალი azerisport.com-ი წერს. როგორც წყარო გვამცნობს, ბაქოს გუნდი აქტიურად ეძებს ასკერ აბდულაევის შემცვლელს, რომელიც ამჟამად “ნეფთჩის” დროებითი თავკაცია.

ცნობილი ხდება, რომ აზერბაიჯანული კლუბის შესაძლო ახალ მწვრთნელთა შორის ყველაზე რეალური კანდიდატი 42 წლის ქართველი სპეციალისტია.

მოგეხსენებათ, არველაძემ მიმდინარე სეზონის დაწყებამდე თურქული “ტრაბზონსფორი” ჩაიბარა, მაგრამ ცოტა ხნის წინ წარუმატებელი შედეგების გამო დაითხოვეს. მანამდე კი იგი ასევე თურქულ გუნდებში, “ქაისერისფორსა” და “ქასიმფასაში” მუშაობდა.

რაც შეეხება ბაქოს “ნეფთჩის”, იგი აზერბაიჯანის პრემიერლიგაში 15 ტურის შემდეგ დაგროვილი 20 ქულით 10 გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა.

0.126508