ფეხბურთი

14:08 | 8.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ კეიტა მკაცრად დასაჯა

ევროპული საკლუბო ფეხბურთის მმართველამ უწყებამ, უეფამ რომის “ლაციოს” სენეგალელი თავდამსხმელი კეიტა ბალდე ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. 20 წლის შემტევისთვის ასეთი მკაცრი სასჯელის გამოტანის მიზეზი ევროპა ლიგაზე, “რუსენბორგი” – “ლაციოს” თამაშისას მეტოქე ანდრე ჰელნადთან გადამეტებული უხეშობაა.

“ლაციოს” აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება გააჩნია, თუმცა როგორც იტალიური მედია ვარაუდობს, უეფა კეიტას ერთ თამაშზე მეტს არ ჩამოაკლებს. ესპანური წარმომავლობის თავდამსხმელს ევროპა ლიგაზე მიმდინარე სეზონში სამჯერ აქვს ნათამაშები, თუმცა გოლი არ გაუტანია.

0.117856