ფეხბურთი

13:14 | 8.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

აბრამოვიჩს კონტე უნდა, ფერგიუსონი მოურინიოს შენარჩუნებისკენ მოუწოდებს

ლონდონის “ჩელსიში” ჟოზე მოურინიოს მემკვიდრე შესაძლოა, იტალიის ნაკრების თავკაცი ანტონიო კონტე აღმოჩნდეს. ამის შესახებ გამოცემა independent-ი წერს. თუ ალბიონელ ჟურნალისტებს ვერწმუნებით, რომან აბრამოვიჩი “განსაკუთრებულის” ჩანაცვლებას სწორედ კონტეთი აპირებს, მაგრამ აქ ერთი პრობლემაა: ანტონიოს “სკუადრა აძურასთან” ზაფხულამდე კონტრაქტი აკავშირებს და იგი თავისუფალი მხოლოდ ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შემდეგ იქნება.

იქვე, წყარო აღნიშნავს, რომ რუსი ოლიგარქი სწორედ სეზონის დასრულებას ელოდება და შემდეგ “არისტოკრატების” მთავარ მწვრთნელად ტურინის “იუვენტუსის” ყოფილ დამრიგებელს მიიწვევს.

ამასობაში კი, მოურინიოს ქება-დიდებას ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონი მისდგა და “ჩელსის” მისი შენარჩუნებისკენ მოუწოდა:

“აბრამოვიჩმა ბოლო 10 წლის განმავლობაში ბევრი მწვრთნელი გამოსცადა, მაგრამ მოურინიოს მსგავსი შედეგი არავის უჩვენებია. ჟოზეს მდგომარეობის გამოსწორება შეუძლია. რა თქმა უნდა, “ჩელსიმ” ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი არ უნდა დაითხოვოს. მან ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ყველა შიდა ჩემპიონატი, სადაც უმუშავია”, - უთხრა “ფერგიმ” გამოცემა “მირორს”.

მოგეხსენებათ, “ჩელსი” წლეულს ერთობ უხეიროდ თამაშობს და ინგლისის პრემიერლიგაში ოდენ მე-15 ადგილზეა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე დიდი შანსია ჯგუფში ჩარჩეს. დღეს, “არისტოკრატები” შინ “პორტუს” დაუხვდებიან და ვერმოგების შემთხვევაში პლეი-ოფს მიღმა დარჩებიან.

0.123371