ფეხბურთი

11:38 | 8.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფერგიუსონი: “რონალდუსნაირი ფეხბურთელი არ მინახავს”

ლეგენდარული შოტლანდიელი სპეციალისტის სერ ალექს ფერგიუსონის აზრით, მისი ყოფილი შეგირდი კრიშტიანუ რონალდუ იმისთვის დაიბადა, რომ მსოფლიოში საუკეთესო ყოფილიყო. ამის შესახებ მხცოვანი ბრიტანელი “დეილი მირორთან” საუბრობს.

“კრიშტიანუ რონალდუს მსგავს ადამიანს არ ვიცნობ და არც არასდროს შევხვედრივარ. იგი ნამდვილად იმისთვის დაიბადა, რომ მსოფლიოში საუკეთესო ყოფილიყო. წარმოუდგენელი ფეხბურთელია. ჩემი აზრით, მას რაიან გიგზის მსგავსად 40 წლამდე თამაში შეუძლია”, - განაცხადა მრავლისმნახველმა შოტლანდიელმა.

მოგეხსენებათ, სწორედ ფერგიუსონის დაჟინებული მოთხოვნით აღმოჩნდა ჯერ კიდევ უცნობი რონალდუ “მანჩესტერ იუნაიტედში” 2003 წლის ზაფხულში. ფერგიუსონი და კრიშტიანუ ერთად 6 წლის განმავლობაში მუშაობდნენ.

0.115326