ფეხბურთი

10:45 | 8.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

შვაინშტაიგერი სამი თამაშით დასაჯეს

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ “მანჩესტერ იუნაიტედის” გერმანელი ნახევარმცველი ბასტიან შვაინშტაიგერი სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი გასულ უიქ-ენდზე “მანჩესტერისა” და “ვესტ ჰემ იუნაიტედის” მატჩში ბასტიანის მხრიდან მოწინააღმდეგე უინსტონ რიდის წინააღმდეგ არასპორტული საქციელი გახლავთ.

“წითელ ეშმაკებს” ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება ხუთშაბათს, 15:00 საათამდე ექნებათ. თუ შვაინშტაიგერის სასჯელი ძალაში დარჩა, მაშინ 31 წლის ნახევარმცველი თავის გუნდს გასვლაზე “სტოკ სიტისთან” და “ბორნმუთთან”, ხოლო შინ “ნორვიჩთან” მატჩებში დააკლდება.

0.119798