მადრიდის “რეალს” კაპიტანი სერხიო რამოსი გამოუჯანმრთელდა. 29 წლის მცველმა ჩემპიონთა ლიგაზე “მალმესთან” გასამართი შეხვედრის წინ გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა, თუმცა როგორც ესპანური მედია წერს, ანდალუზიელი ფეხბურთელი შვედეთის ჩემპიონთან მაინც არ ითამაშებს, რაფა ბენიტესმა იგი სამატჩო განაცხადს მიღმა დატოვა, რადგან გაუმართლებელ რისკზე წასვლა არ სურს.
რამოსი თავდაპირველად 8 ნოემბერს, “სევილიასთან” თამაშისას დაშავდა და მწვანე მინდორს სამ კვირის შემდეგ “ელ კლასიკოში” დაუბრუნდა, მაგრამ ისევ დაიმტვრა. ჯამში ესპანელმა ლა ლიგაში 7-ჯერ ითამაშა და გოლი ერთხელ გაიტანა.