ფეხბურთი

16:22 | 7.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“დილამ” დაგეგმილი მოგება მიითვალა

გორის “დილამ” მე-14 ტურში, საშინაო შეხვედრაში 2:0 მოუგო აუტსაიდერ მარტვილის “მერანს”. გორელები მეორე ადგილზე არიან და 3 ქულით ჩამორჩებიან ლიდერ თბილისის “დინამოს”.

ამ შეხვედრაში გოლები ირაკლი მოდებაძემ და ოთარ მარცვალაძემ გაიტანეს. მოდებაძისთვის ეს სეზონში მეშვიდე გოლია, ხოლო მარცვალაძისთვის – მეთერთმეტე.

“დილა” – “მერანი” 2:0 (1:0)

დილა: მუჯრიშვილი, ხურცილავა, სამხარაძე, ქარქუზაშვილი, ნავალოვსკი (თომაშვილი 28), ნონიკაშვილი, ფალავანდიშვილი, გოგუა, ღონღაძე, მაშუკოვი (მარცვალაძე 59), მოდებაძე (ილურიძე 72)

მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

მერანი: სევოსტიანენკო, რუხაია (წოწონავა 33), ირაკლი ციცხვაია, დავით ციცხვაია, გეგია (პაპადოპულოსი 78), ხუბუა, გაზდელიანი, ჩხეტია, ფაილოძე, ბროლაძე (ციკოლია 85), აშორტია

მწვრთნელი: ბადრი კვარაცხელია

გოლები: 1:0 მოდებაძე (31), 2:0 მარცვალაძე (90)

გაძევება: გაზდელიანი (84, მერანი)

მსაჯი: გ. ავაზაშვილი

0.116891