არგენტინელი მოდელი და მსახიობი, ერთ დროს ხუან რამონ რიკელმეს სატრფო, ლუსიანა სალასარი არამხოლოდ გავის ქნევითა და მკერდის თამაშით იპყრობს მრავალთა გულებსა და ოცნებებს. ამ ქალს უნიკალური ნიჭი აქვს, რომ საზოგადოებრივ აქტივობებში სწორედ მაშინ ჩაერთოს, როდესაც ეს მისთვის განსაკუთრებლად სასარგებლო იქნება.
ჯერ იყო და ლუსიანა ტანის ირიბი რხევით, არგენტინის პრეზიდენტს, კრისტინა ფერნანდესს უპოვართა თავშესაფრებში დაჰყვებოდა და ისედაც გაჭირვებულ ადამიანებს კიდევ უფრო მეტად უნთებდა გულში დარდსა და კაეშანს. აბა როგორი ამბავია, შენ შენი გაგჭირვებია და ამ დროს კი ასეთი ქალი გეხუტება – ნუ გეშინია ყველაფერი კარგად იქნებაო.
სულ ახლახანს კი ლუსიანა არგენტინის მთავრობის მიერ წარმოებულ პროექტში ჩაება, რომლის ფარგლებშიც, ცნობილი ადამიანები ციხეებს სტუმრობენ და იქ მყოფ პატიმრებს გამოსწორებისაკენ მოუწოდებენ. ეს ის შემთხვევაა, როდესაც კაცი არგენტინის ციხეში პატიმრობას ინატრებ...