ფეხბურთი

11:02 | 7.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

დუნგას აზრით, ნეიმარის დრო დადგა

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლოს დუნგამ “ოქროს ბურთისთვის” ბრძოლაში ხმა თავის თანამემამულე ნეიმარს მისცა. ამის შესახებ თავად 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა განაცხადა. როგორც მან თქვა, დროა ნეიმარმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მოიპოვოს.

“მოვიდა დრო ნეიმარმა “ოქროს ბურთი” მოიგოს. სწორედ ამიტომ, ხმა მას მივეცი. რონალდუ ვერ თამაშობს ისე, როგორც გასულ სეზონში, მესის კი ტრავმა ჰქონდა და იმ პერიოდში გუნდის ლიდერობა ნეიმარმა იტვირთა. ამიტომ მგონია, რომ მისი დრო დადგა”, - თქვა დუნგამ.

ფიფა 2015 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს დამდეგი წლის 11 იანვარს, ციურიხში დაასახელებს. კანდიდატი კი სამია: მესი, რონალდუ და ნეიმარი.

0.11328