ესპანეთის ჩემპიონატის მე-14 ტურის მეორე სათამაშო დღეს ოთხი შეხვედრა გაიმართა. ლა ლიგის გამორჩეულმა კლუბებმა თავიანთი მატჩები შაბათს ჩაატარეს და გუშინ შედარებით ნაკლებად საინტერესო თამაშები შედგა.
დღის გახსნითი შეხვედრა “ანოეტაზე” გაიმართა, სადაც “სოსიედადმა” ბასკურ დერბიში “ეიბარი” მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში, მატჩის უკანასკნელ წუთზე გატეხა. მატჩი სტუმართათვის ძალიან კარგად დაიწყო და მე-4 წუთზე ბორხა ბასტონმა ახლო მანძილიდან ანგარიში გახსნა. “ჩური ურდინმა” წონასწორობა ძალიან მალე, ექვს წუთში აღადგინა. გოლის გატანა რაღა თქმა უნდა იმანოელ აგირეჩემ მოახერხა, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია და ამ ტურის შემდეგ, ბომბარდირთა დავაში მხოლოდ ლუის სუარესსა და ნეიმარს ჩამორჩება (11 გოლი დაუგროვდა ბასკ ფორვარდს). დარჩენილ დროში მასპინძლები დიდ უპირატესობას ფლობდნენ და რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს, ხოლო “ეიბარს” მეტჯერ “სოსიედადის” კარის მიმართულებით ზუსტად აღარ დაურტყამს. ეუსებიო საკრისტანის კრებული ორი ქულის დაკარგვისგან ისევ აგირეჩემ იხსნა, რომელსაც ბრუმამ ცარიელ კარში გაატანინა – 2:1.
“ვილიარეალი” “ელ მადრიგალზე” ”რაიო ვალეკანოს” დაუხვდა და ქულების დაკარგვას ბოლოს გადაურჩა. სტუმრებმა პირველი ნახევარი ხოზებედის გოლით მოიგეს, თუმცა შეხვედრის ბოლო მესამედში ბაკამბუმ მშვენივრად ითამაშა, დუბლი შეასრულა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუპოვა. “ყვითელი წყალქვეშა ნავები” მე-4 ადგილოსან “სელტას” ქულითღა ჩამორჩებიან.
ლა ლიგაში აღზევებული კლუბების დაპირისპირება შედგა “ელ მოლინონზე”, სადაც “ხიხონმა” “ლას პალმასი” დატოვა უქულოდ. მასპინძელთა წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის სანაბრიას, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა, ხოლო სტუმართაგან ერთი ბურთის გატანა ელ ჟარიმ შეძლო. შეხვედრის საკვანძო ეპიზოდი 71-ე წუთზე მოხდა, როდესაც ანგარიში 1:1 იყო - აიტამიმ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და თავისი გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დატოვა, რითაც ასტურიელებმა ისარგებლეს და დარჩენილ დროში ორი გოლი გაიტანეს – 3:1.
დღის დასკვნით შეხვედრას “სან მამესმა” უმასპინძლა, სადაც “ბილბაომ” გათამაშების ერთ-ერთი აუტსაიდერი “მალაგა” ვერ დაამარცხა, რაშიც დიდი წვლილი მიკელ სან ხოსეს მიუძღვის, რომელმაც ნერვები ვერ მოთოკა და ჩარლესთან მიმართებაში არასპორტული საქციელის გამო მე-19 წუთზე წითელი ბარათით დაისაჯა. მასპინძლები იძულებულები გახდნენ, რომ შედარებით უკან დაეხიათ, რითაც ანდალუსიელებმა ისარგებლეს და “ლა როსალედაზე” ქულა წაიღეს – 0:0.
ტურის დასკვითი შეხვედრა “კორნელია ელ პრატზე” გაიმართება: “ესპანიოლი” ბოლო ადგილოსან “ლევანტეს” დაუხვდება.
სოსიედადი – ეიბარი 2:1 (1:1)
სან-სებასტიანი, “იპარუა”
სოსიედადი (4-2-3-1): რული, მ.გონსალესი (კ.მარტინესი 79), ი.მარტინესი, ელუსტონდო, ბერჩიჩი, გრანერო, ილარამენდი, პრიეტო (ბრუმა 78), ველა (ჯონათასი 68), კანალესი, აგირეჩე.
მწვრთნელი: ეუსებიო საკრისტანი
ეიბარი (4-4-2): რიეგო, პანტიჩი, მ.დოს სანტოსი, კაპა (კასტელიანო 62), კაპა, დ.გარსია, ადრიანი (რამისი 85), კეკო (ინუი 46), ბერხონი, ენრიჩი, ბასტონი.
მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი
გოლები: 0:1 ბასტონი (4), 1:1;2:1 აგირეჩე (10;90)
გაფრთხილებები: ბერჩიჩი, ელუსტონდო, ილარამენდი – კაპა, პანტიჩი, ენრიჩი
მსაჯი: მარიო მელერო ლოპესი
ვილიარეალი – რაიო ვალეკანო 2:1 (0:1)
ვილიარეალი, “ელ მადრიგალი”
ვილიარეალი (4-4-2): არეოლა, ბაილი, რუისი, გასპარი, ხ.კოსტა (კასტიელიეო 46), პინა (ტრიგეირასი 46), ჯ.დოს სანტოსი (მუსაჩიო 79), სორიანო, დ.სუარესი, ბაკამბუ, სოლდადო.
მწვრთნელი: მარსელინიო ტორალი
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): იოელი, დ.ლორენტე, ზე კასტრო, ტიტო, ქუინი, ბაენა, ხოზაბედი, ებერტი (ემბარბა 21), ბებე (მანუჩო 82), პ.ერნანდესი (მიკუ 74), გერა.
მწვრთნელი: პაკო ხემესი
გოლები: 0:1 ხოზაბედი (41), 1:1;2:1 ბაკამბუ (69;86)
გაფრთხილებები: ჯ.დოს სანტოსი – ბაენა, ზე კასტრო, მიკუ, ქუინი
მსაჯი: ესტრადა ფერნანდესი
ხიხონი – ლას პალმასი 3:1 (1:1)
ხიხონი, “ელ მოლინონი”
ხიხონი (4-2-3-1): კუელარი, მერე, ესპინოსა, ლ.ერნანდესი, ი.ლოპესი, ომარი, კასესი, ნდი (კ.კასტრო 60), ხონათანი (მენენდეში 85), ჰალილოვიჩი, სანაბრია (პ.პერესი 88).
მწვრთნელი: აბელარდო ფერნანდესი
ლას პალმასი (4-2-3-1): ვარასი, გარიდო, აიტანი, სიმონი, კასტელიანო, ვ.გომესი, მესა (კულიო 64), ტანაუსუ (ვალერონი 68), ვიერა, ელ ჟარი, არაუხო (ერნანი 75).
მწვრთნელი: კიკე სეტიენი
გოლები: 1:0;2:1;3:1 სანაბრია (17;78;84), 1:1 ელ ჟარი (38)
გაფრთხილებები: ლ.ერნანდესი, ესპინოსა – აიტამი, სიმონი
გაძევება: აიტამი (71)
მსაჯი: უნდიანო მალენკო
ბილბაო – მალაგა 0:0
ბილბაო, “სან მამესი”
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, გურპეგი, ეჩიტა, დე მარკოსი, ბალენსიაგა, სან ხოსე, ბენიატი, რ.გარსია, სუსაეტა (იტურასპე 46), უილიამსი (ბოვედა 84), ადურისი (სოლა 89).
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე
მალაგა (4-4-2): კამენი, ანხელერი, ალბენტოსა, ხ.კარლოსი, როსალესი, რესიო, ფილიპენკო, დუდა, ფორნალსი (სანტა კრუზი 65), ამრაბატი (ონტივეროსი 82), ჩარლესი.
მწვრთნელი: ხავი გრასია
გაფრთხილებები: რ.გარსია, უილიამსი – ფილიპენკო, ამრაბატი, რესიო
გაძევება: სან ხოსე (19)
მსაჯი: ალვარეზ იზკუერდო