ჭადრაკი

1:10 | 7.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

სუპერტურნირი ლონდონში

ლონდონში სტარტი აიღო მსოფლიო საჭადრაკო სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირთა სერიის (Grand Chess Tour) მორიგმა ეტაპმა.

სუპერტურნირში მონაწილეობენ: 1.მაგნუს კარლსენი (ნორვეგია; 2834), 2. ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი; 2803), 3. ვიში ანანდი (ინდოეთი; 2796), 4. ჰიკარუ ნაკამურა (აშშ; 2793), 5. ლევონ არონიანი (სომხეთი; 2788), 6. ფაბიანო კარუანა (აშშ; 2787), 7. ანიშ გირი (ჰოლანდია; 2784), 8. მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი; 2773), 9. ალექსანდრ გრიშუკი (რუსეთი; 2747), 10. მაიკლ ადამსი (ინგლისი; 2737).

ასპარეზობა 4 დეკემბერს დაიწყო და 13 დეკემბრამდე გასტანს. მონაწილეები წრიული სისტემით 9 ტურად ეჯიბრებიან ერთმანეთს.

2 ტურის თავზე ერთპიროვნული ლიდერი ჰოლანდიელი ანიში გირი გახლავთ, რომელმაც ბულგარელი ვესელინ ტოპალოვი დაამარცხა, ინგლისელ მაიკლ ადამსს კი დაუზავდა და 1.5 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება.

0.116396