ინგლისის ჩემპიონატის მე-15 ტურის მეორე სათამაშო დღის ერთადერთი შეხვედრა “სენ ჯეიმს პარკზე” შედგა, სადაც მიმდინარე სეზონში ძალიან სუსტად მოთამაშე “ნიუკასლმა” ბოლო პერიოდში მშვენიერ ფორმაში მყოფი “ლივერპული” დაამარცხა.
გასული მატჩებისგან განსხვავებით მერსისაიდელები შეტევაში ძალიან პასიურობდნენ და ელიოტის კარის კარჩოში 90 წუთის განმალობაში ერთადერთხელ დაარტყეს ზუსტად. უნდა ითქვას, რომ შეტევებით თავი არც მასპინძლებს მოუკლავთ. მათაც ერთხელ მოახვედრეს მინოლეს კარში ზუსტად ბურთი, თუმცა ორი გოლი გაიტანეს.
მატჩის მთავარი მოვლენები უკანასკნელ მესამედში განვითარდა. 69-ე წუთზე ჟორჟინიო ვეინალდუმის ძლიერ დარტყმულს მარტინ შკრტელმა მიმართულება შეუცვალა და ბურთი მინოლეს კარის ბადეში გაეხვა, ხოლო 93-ე წუთზე ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა მუსა სისოკოს შესანიშნავი გადაცემა შეირგო და ახლო მანძილიდან საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0. აუცილებლად უნდა ითქვას გვერდითი მსაჯის მიერ დაშვებულ უხეშ შეცდომაზე, რომელმაც მატჩის შედეგზე უდიდესი გავლენა მოახდინა. მან 79-ე წუთზე ალბერტო მორენოს არ არსებული თამაშგარე მდგომაორების გამო, ლამაზი გოლი გაუუქმა და მერსისაიდელებს ქულის მოპოვების საშუალება არ მისცა.
გამარჯვების მიუხედავად, “ნიუკასლი” კონკურენტებთან არსებული ბურთების უარესი სხვაობის გამო გასავარდნი ზონიდან ვერ ამოძვრა, ხოლო “ლივერპულს” 23 ქულა დარჩა, მე-7 ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონას 6 ქულით ჩამორჩება.
ტურის დასკვნითი შეხვედრა ხვალ "გუდისონ პარკზე" გაიმართება, სადაც "ევერტონი" "კრისტალ პალასს" უმასპინძლებს.
ნიუკასლი – ლივერპული 2:0 (0:0)
ნიუკასლი, “სენტ ჯეიმს პარკი”
ნიუკასლი (4-4-1-1): ელიოტი, კოლოჩინი, მბემბა, დუმეტი, ჯანმაატი, კოლბეკი (გუფრანი 77), ანიტა, ვეინალდუმი, სისოკო, ს.დე იონგი (ა.პერესი 68), სისე (ტაუვინი 82).
მწვრთნელი: სტივ მაკკლარენი
ლივერპული (4-2-3-1): მინოლე, ლოვრენი, შკრტელი, კლაინი, მორენო, ალენი, ლეივა, აიბი (ორიჯი 75), მილნერი, ფირმინო (სტარიჯი 62), ბენტეკე (ლალანა 62).
მწვრთნელი: იურგენ კლოპი
გოლები: 1:0 შკრტელი (69 ს.კ.), 2:0 ვეინალდუმი (93)
გაფრთხილებები: კოლბეკი, ანიტა, სისე – ლეივა
მსაჯი: ანდრე მარინერი