გერმანიის ბუნდესლიგის XV ტურის მთავარი მოვლენები შაბათს განვითარდა და ალემანიაში ამჯერზე შედარებით მშვიდი სათამაშო დღე იყო. თუმცა, ისიც საკითხავია ვისთვის გახლდათ მშვიდი...
“შტუტგარტს” ზედიზედ სამი თამაში წაეგო და მეოთხედაც რომ დამარცხებულიყო, სიტუაციას კიდევ უფრო გაირთულებდა. თუმცა იურგენ კრამნის ხელმძღვანელობით “შვაბებმა” პირველი ქულა ირგუნეს. არადა, ბრემენის “ვერდერთან” მატჩში “მერსედესბენც არენაზე” მასპინძლები დაწინაურდნენ და სამი ქულის მოპოვებასთან ახლოსაც იყვნენ. ისიც სათქმელია, რომ თამაშის მიმდინარეობას ეტყობოდა, რომ ერთი კალიბრის გუნდებთან გვქონდა საქმე. ანგარიში კი ლუკას რუპიმ პირველ ტაიმში გახსნა და ანტრაქტზე “შტუტგარტი” დაწინაურებული გავიდა. ვიქტორ სკრიპნიკი შერყეული სკამის კიდევ უფრო შერყევისგან კი “მუსიკოსთა” ბომბარდირმა ანტონი უჯამ იხსნა – ნიგერიელი 72-ე წუთზე საჯარიმოში შექმნილ სიტუაციაში ყველაზე უკეთ გაერკვა, ბუნდესლიგაში თავისი მეშვიდე გოლი გაიტანა და “ვერდერს” მნიშვნელოვანი ქულა გადაურჩინა.
ტურის დასკვნით შეხვედრაში კი დებიუტანტმა “დარმშტადმა” ფრანკფურტში “აინტრახტს” კაპიტან სულუს გატანილი გოლით მოუგო. “დარმშტადტს” რა უჭირს და, “აინტრახტის” საქმეა ცუდად – ფრანკფურტელებს 5 ტურია არ მოუგიათ, ბოლო სამი თამაში კი საერთოდ წააგეს. მოკლედ, არმინ ვეჰის საკითხი აშკარად გადასახედი იქნება...
“შტუტგარტი” – “ვერდერი” 1:1 (1:0) (მიმოხილვა)
შტუტგარტი, “მერსედესბენც არენა”
მაყურებელი: 46 590
“შტუტგარტი” (4-2-3-1): ტიტონი; შვააბი, სუნჯიჩი, ბაუმგარტლი, ინსუა; სერეი დიე, გენტნერი; რუპი, დიდავი (მაქსიმი 80), კოსტიჩი (ნიედერმაიერი 90); ვერნერი
მწვრთნელი: კრამნი
“ვერდერი” (4-1-4-1): ვიედვალდი; გებრე სელასიე, გალვეცი, ვესტერგაარდი, გარსია; ბარგფრედე; ბარტლესი (პიზარო 67), ფრიტცი, იუნუზოვიჩი (გრილიტში 51), ოზტუნალი (კროოსი 90); უჯა
მწვრთნელი: სკრიპნიკი
გოლები: 1:0 რუპი (33), 1:1 უჯა (71)
გაფრთხილება: სერეი (25), კოსტიჩი (49) – ბარგფრედე (30), ფრიტცი (53)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (4) – 7 (2) ბურთის ფლობა: 56%-44% კუთხურები: 4:5 თამაშგარე: 2:2
მსაჯი: მეიერი
“აინტრახტი” – “დარმშტადტი” 0:1 (0:1)
ფრანკფურტი, “კომერცბანკ არენა”
მაყურებელი: 51 500
“აინტრახტი” (4-2-3-1): ჰრადეცკი; ჰასებე, ძამბრანო, აბრაჰამი (რუსი 35), ოცზიპკა; მოდოევიჩი (კადლეცი 80), რეინარტცი; აიგნერი, სტენდერა, გაჩინოვიჩი (ვალდშმიდტი 46); სეფეროვიჩი
მწვრთნელი: ვეჰი
“დარმშტადტი” (4-2-3-1): მატეინია; იუნგვიტი; სულუ, კალდიროლა, ჰოლანდი (დიასი 63); ნიემაიერი, გონდორფი; ჰელერი, როზენტალი (საილერი 77), კემპე (რაიკოვიჩი 89); ვაგნერი
მწვრთნელი: შუსტერი
გოლი: 0:1 სულუ (30)
გაფრთხილება: სეფეროვიჩი (39), სტენდერა (58), ძამბრანო (59), რუსი (88) – ჰოლანდი (50), ნიემაიერი (59), მატეინია (85)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (3) – 19 (4) ბურთის ფლობა: 62% 38% კუთხურები: 10:7 თამაშგარე: 4:2
მსაჯი: ბრიხი