ფეხბურთი

21:07 | 6.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ზამერი, გვარდიოლას მემკვიდრე

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე პეპ გვარდიოლას მომავალი ჯერ კიდევ ბრუსითაა მოცული. კატალონიელ სპეციალისტს კლუბთან კონტრაქტი მიმდიანრე სეზონის ბოლოს უმთავრდება და იგი ჯერ არ გახანგრძლივებულა. სწორედ ამიტომაც, გერმანულ მედიაში ხშირად იწერება პეპის შესაძლო მემკვიდრეებზე. როგორც Sky Deutschland-ს გერმანიის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ბერტი ფოგთსმა განუცხადა, შესაძლოა ეს ადამიანი მათიას ზამერი იყოს, რომელიც ამჟამად “რეკორდმაისტერში” სპორტული დირექტორის თანამდებობას იკავებს.

“შესაძლოა, გვარდიოლა სწორედ ზამერმა შეცვალოს. თუმცა, იმედია მაქვს ესპანელი მიუნხენში დარჩება და თავის სამუშაოს ისევ წარმატეით გააგრძელებს”, - თქვა მხცოვანმა სპეციალისტმა.

ახლო წარსულში ზამერი ახლოს იყო “ბაიერნის” გაწვრთნასთან, მაგრამ მაშინ გარიგება არ დგებოდა. თანაც 1996 წლის მსოფლიოს ჩემპიონს სამწვრთნელო გამოცდილება გააჩნია: 2001-2002 წლების სეზონში მისი ხემძღვანელობით დორტმუნდის “ბორუსიამ” ბუდესლიგის ვერცხლის სინის მოგება მოახერხა.

0.123355