დასრულდა საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-14 ტურის 6 მატჩი. აქედან 5 შეხვედრა მასპინძელთა სასარგებლოდ დასრულდა, ხოლო ერთი თამაში ფრედ დასრულდა. მეექვსეს, ფოთის "კოლხეთსაც" კარგი შანსი ჰქონდა მოგებისა, მაგრამ ომარ გოგონაიამ 84-ე წუთზე პენალტი ვერ გაიტანა და ზღვისპირელებმა "ზუგდიდთან" 0:0 ითამაშეს.
ორი ჰეთ-თრიქი შესრულდა: "ცხინვალის" ნიკა კაჭარავამ "საპოვნელასთან" შეასრულა, ხოლო სამტრედიელმა ირაკლი სიხარულიძემ "გურია" გაამწარა სამი გოლით.
"ტორპედომ" 2:0 სძლია "ლოკომოტივს", რომელსაც ამ სეზონში სტუმრად არ გაუმარჯვია.
”ცხინვალი” – “საპოვნელა” (თერჯოლა) 3:0 (2:0)
გოლები: 1:0, 2:0, 3:0 კაჭარავა (16, 33, 65)
“დინამო” (ბათუმი) – “საბურთალო” (თბილისი) 2:1 (0:0)
გოლები: 0:1 ხარაიშვილი (24), 1:1 ნიკა დიასამიძე (40), 2:1 ბერიაშვილი (75)
“ტორპედო” (ქუთაისი) – “ლოკომოტივი” (თბილისი) 2:0 (1:0)
გოლები: 1:0 შინდაგორიძე (14), 2:0 დათა სიჭინავა (88)
გაძევება: გეგა დიასამიძე (88)
"სამტრედია” – “გურია” (ლანჩხუთი) 3:1 (2:0)
გოლები: 1:0, 2:0, 3:0 სიხარულიძე (33, 43, 56), 3:1 წერეთელი (88)
“კოლხეთი” (ფოთი) – “ზუგდიდი” 0:0
”ჩიხურა” (საჩხერე) – “შუქურა” (ქობულეთი) 1:0 (1:0)
გოლი: 1:0 მუმლაძე (38)
დღეს 18:00 საათზე დაიწყება ტურის ცენტრალური მატჩი: "დინამო" (თბილისი) - "სიონი" (ბოლნისი). ხვალ 14:00 საათზე გაიმართება "დილა" (გორი) - "მერანი" (მარტვილი)