გიორგი შერმადინის “მორაბანკ ანდორამ” ესპანეთის ჩემპიონატის მე-9 ტურში მორიგი გამარჯვება იზეიმა, რაშიც ქართველმა ცენტრმა სოლიდური წვლილი შეიტანა. ანდორელებმა “გიპუზკოა ბასკეტს” 88:70 სძლიეს, გიორგმიმ კი 12 ქულა და 8 მოხსნა (3 შეტევაში) მიითვალა.
შერმადინი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და ჯამში, მოედანზე 17 წუთი გაატარა, რის შემდეგაც სათადარიგოთა სკამზე 5 პერსონალური ფოლის მიღების გამო გადაინაცვლა.
ქართველმა კალათბურთელმა 7-დან 4 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ამასთან ერთად 1 ჩაჭრაც მიითვალა და ბურთი 2-ჯერ დაკარგა.
“მორაბანკ ანდორა” 4 მოგებითა და 5 წაგებით ჩემპიონატში X-XII ადგილებს იყოფს. 13 დეკემბერს, მე-10 ტურში შერმადინის გუნდი სტუმრად “ესტუდიანტესთან“ ითამაშებს.
დღეს, თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩა” “იბეროსტარ ტენერიფეს” უმასპინძლებს.