ფეხბურთი

14:16 | 6.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ეკვადორის ფედერაციის პრეზიდენტს შინაპატიმრობა მიუსაჯეს

როგორც როიტერი იუწყება, ეკვადორის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლუის ჩირიბოგა ფინანსური მაქინაციების გამო დააკავეს და შინაპატიმრობა მიუსაჯეს.

შვეიცარიის და აშშ-ს პოლიციამ ფიფას სკანდალში გახვეული 16 კაციანი სია დაასახელა. უკვე ცნობილი იყო, რომ ჩირობოგას დააპატიმრებდნენ. სამხრეთამერიკელს გამოძიების დასრულებამდე სახლში მოუწევს ყოფნა, რადგან კანონით 65 წელზე ზევით მყოფ პირს შინაპატიმრობას უფარდებენ.

იმ შემთხვევაში თუ ლუისს ქრთამის მიღებასა და სხვა დანაშაულებებში ამხილეს, 13 წლიანი პატიმრობა ემუქრება.

0.116295