ფეხბურთი

14:48 | 6.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

რიდი: “შვაინშტაიგერმა იდაყვი დამარტყა”

ლონდონის “ვესტ ჰემის” მცველი უინსტონ რიდი სრულად ეთანხმება გუნდის მთავარ მწვრთნელ სლავენ ბილიჩს და ამბობს, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი ბასტიან შვაინშტაიგერი მსაჯს მოედნიდან უნდა გაეძევებინა.

ინციდენტი 0:0 დასრულებული შეხვედრის პირველ ტაიმში მოხდა, როდესაც ეს ფეხბურთელები ერთმანეთს საჯარიმოში შეეჯახნენ და გერმანელის იდაყვი რიდს ყელში მოხვდა. მსაჯი მარკ კლატენბურგი მხოლოდ მოთამაშეებთან გასაუბრებით შემოიფარგლა და შვაინშტაიგერს ყვითელი ბარათიც არ აჩვენა. ამან სტუმართა თავკაცი სლავენ ბილიჩი გააცხარა, რომელიც დარწმუნებულია, ეს დანაშაული პირდაპირ წითელ ბარათს იმსახურებდა:

“ეს სუფთა გაძევება იყო. მნიშვნელობა არა აქვს რამდენი მსაჯი ემსახურება თამაშს, ხანდახან ისინი მაინც ვერ ამჩნევენ იმას, რაც მოედანზე ხდება. კლატენბურგს ეპიზოდი რომ დაენახა, დარწმუნებული ვარ შვაინშტაიგერს მოედნიდან გააძევებდა. მე გამეორებაზე ვნახე ეს დარღვევა და გერმანელი უნდა გაეძევებინათ”.

მწვრთნელს სრულად ეთანხმება ახალზელანდიელი ფეხბურთელი: “ბასტიანმა ყველაზე კარგად იცის რაც ჩაიდინა. თუმცა, მე რეფერის ვერ დავადანაშაულებ, რადგან ის ეპიზოდს ვერ ხედავდა”.

0.132313