კრიშტიანუ რონალდუს ნახევარდა, კატია ავეირო სამწუხაროდ ვერაა იმ გაქანებისა და ისეთი სიალამაზის ქალი, რომ მსოფლიოს კი არა, თუნდაც ხაშურის რაიონის სოფელ ვაყას ლამაზმანებს შორის ირიცხებოდეს, მაგრამ ეს მას სულაც არ ზღუდავს და ისეთ თამამ ფოტოებს იღებს, ამის მნახველი კაცი იტყვის – შენს შემართებას და მონდომებას გაუმარჯოსო!
კატია ავეირო უკვე 39 წლისა მოყრილა და მის ჩამსხვილებულ ფეხებს როდესაც შეხედავ, დარდიანად ინატრებ იმ დროს, როდესაც ფერხორციანი ქალები ნამეტნავად ფასობდნენ და მთავარი არა წელის გარშემოწირულობა და მსგავსი “ტინგიცობები”, არამედ ის იყო, ქალი საწოლს “შაამსებდა” თუ არა. კატია კი ჰაი ჰაი რომ “შაამსებს!”.
ამ ოხერ ბულვარულ მედიასაც მეტი რა უნდა? რაკი ხმა გავარდა, კრიშტიანუს დას ნიფხავი შემოუძარცვავს და მის მხვილ დუნდულებს ხმელთაშუა ზღვის ქარი ელამუნებაო, რომ ეგრევე კატიასთან მიიჭრნენ და თანამშრომლობა შესთავაზეს. ეჰ, ცნობადობის ხათრით ნიფხვის გახდაც კი საამოაო – უთქვამთ ძველებს...