ფეხბურთი

2:25 | 6.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ლესტერი” კვლავ ერთპიროვნულად გალიდერდა

ინგლისის ჩემპიონატს მე-15 ტურის შემდეგ კვლავ გათამაშების და ალბათ, მთლიანად 2015/2016 წლების საფეხბურთო სეზონის უმთავრესი სენსაცია “ლესტერი” ლიდერობს ერთპიროვნულად. “მელიებმა” “მანჩესტერ სიტის” მარცხით ისარგებლეს, გასვლაზე ”სუონსი” გაანადგურეს და პირველ პოზიციაზე გადაინაცვლეს.

ტურის გახსნითი შეხვედრა “ბრიტანია სთედიუმზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “სტოკ სიტიმ” პირველ ადგილოსანი “მანჩესტერ სიტი” მიიღო და უქულოდ გაუშვა შინ. “ქალაქელები” დღევანდელ მატჩს სერიოზული დანაკლისით შეხვდნენ. ტრავმების არ იყვნენ: მანგალა, კომპანი, ზაბალეტა, ნასრი, ტურე და აგუერო, რამაც სტუმართა თამაშზე გადამწყვეტი როლი ითამაშა.

“ბრიტანია სთედიუმზე” მთავარი მოვლენები საწყის 15 წუთში განვითარდა. ხერდან შაქირის ორი კარგი გადაცემა მარკო არნაუტოვიჩმა აქცია გოლებად და “დურგლებს” მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუპოვა – 2:0.

საოცარ სვლას განაგრძობს “ლესტერი”, რომელმაც “ლიბერთი სთედიუმზე” “სუონსი” გაანადგურა. სამივე გოლი რაიდ მაჰრეზმა გაიტანა, რომელმაც პირველი გოლი ოლბრაიტონის მოწოდებული კუთხურის შემდეგ გაიტანა, ხოლო ორ შემთხვევაში უსწრაფესი კონტრშეტევები დააგვირგვინა – 0:3. ჯეიმი ვარდიმ, რომელსაც ზედიზედ 11 მატჩში ჰქონდა გატანილი და რუდ ვან ნისტერლოის რეკორდის მოხსნაც მოახერხა, ამჯერად მოედანი უგოლოდ დატოვა, თუმცა საგოლე გადაცემას გამორჩა. “ლესტერმა” პირველი ადგილი დაიბრუნა და უახლოეს მდევარ “არსენალს” ორი ქულით უსწრებს.

“მეთოფეებმა” საკუთარ კედლებში პრემიერლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერი “სანდერლენდი” მიიღეს და დაგეგმილი სამი ქულა მოიპოვეს. ანგარიში 33- წუთზე ხოელ კემპბელმა გახსნა, მაგრამ ლონდონელებმა ტაიმის მოგება ვერ შეძლეს, რადგანაც 45-ე წუთზე ოლივიე ჟირუმ ავტოგოლი გაიტანა. ფრანგმა ფორვარდმა საკუთარი შეცდომის გამოსწრობა 63-ე წუთზე ლამაზი თავური დარტყმით მოახერხა, ხოლო შეხვედრას წერტილი 93-ე წუთზე აარონ რემსიმ დაუსვა – 3:1.

ზედიზედMმე-14 მატჩი არ წააგო ლონდონის “ტოტენჰემმა”, თუმცა “ვესტ ბრომვიჩთან” გასვლაზე ორი ქულა დაკარგა. “დეზები” ალის გოლით იგებდნენ, მაგრამ ტაიმის ბოლოს მაკკლინმა აღადგინა წონასწორობა.

მიმდინარე სეზონში გრანდების რისხვამ “ვესტ ჰემმა” მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა ძლიერ კლუბთან და “ოლდ ტრაფორდიდან” ქულის წამოღება შეძლო. “იუნაიტედმა” კვლავ ცუდი შთაბეჭდილება დატოვა და მთელი შეხვედრის განმალობაში ადრიანის კარის ჩარჩოში ერთხელ დაარტყა ზუსტად. მასპინძლებს მეორე ნახევარში ორი რეალური საგოლე შანსი ჰქონდათ: მარუან ფელაინის ადრიანმა აჯობა, ხოლო ენტონი მარტიალმა ოდნავ ააცილა. გოლის გატანის ოთხი 100%-იანი შანსი ჰქონდათ სტუმრებს, ორჯერ “ჩაქუჩებმა” ძელს გაარტყეს, ვიქტორ მოზესმა პირისპირ ვერ აჯობა დე ხეას, ხოლო მაურო ზარატემ ახლო მანძილიდან ააცილა – 0:0.

“უოტფორდმა” საკუთარ მოედანზე უშუალო კონკურენტი “ნორვიჩი” დაამარცხა, ხოლო “საუთჰემპტონმა” ბოლო ადგილოსან “ასტონ ვილას” ბირმინგემში გაატანა ქულა.

დღის დასკვნითი შეხვედრა “სტემფორდ ბრიჯზე” გაიმართა, სადაც ლონდონის “ჩელსიმ” მორიგი უსახური შეხვედრა ჩაატარა და ამჯერად “ბორნმუთთან” დარჩა უქულოდ. მასპინძლები სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა ერთადერთი გოლის გატანა 82-ე წუთზე შეცვლაზე ორი წუთით ადრე შემოსულმა გლენ მურეიმ მოახერხა, რომელმაც ტიბო კურტუას შეცდომით ისარგებლა და ახლო მანძილიდან შეაგდო – 0:1. “ჩელსი” 15 ქულით მე-14 ადგილზე დარჩა და გასავარდნ ზონას სამი ქულითღა ჩამორჩება, ხოლო “ბორნმუთმა” რვამატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და ქვედა სამეულიდან ამოძვრა.

სტოკი – მანჩესტერ სიტი 2:0 (2:0)

სტოკი, “ბრიტია სთედიუმი”

სტოკი (4-2-3-1): ბატლანდი, შოუკროსი, ვოლშაიდი, პიტერსი, გ.ჯონსონი, კამერონი, ველანი, შაქირი (ვან გინკელი 77), აფელაი (უოლტერსი 85), არნაუტოვიჩი, კრკიჩი (ხოსელუ 72).
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ჰარტი, ოტამენდი, დემიჩელისი, კოლაროვი, სანია, ფერნანდო, ფერნანდინიო (ფელფი 56), სილვა (ნავასი 62), დე ბრუინი, სტერლინგი, ბონი (აიჰენაჩო 57).
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

გოლები: არნაუტოვიჩი (7;15)
გაფრთხილებები: ოტამენდი
მსაჯი: მარტინ ატკინსონი

არსენალი – სანდერლენდი 3:1 (1:1)

ლონდონი, “ემირათს სთედიუმი”

არსენალი (4-2-3-1): ჩეხი, მერტესაკერი, კოშელნი, მონრეალი, ბელერინი, რემსი, ფლამინი, ოზილი, ჩემბერლენი, კემპბელი, ჟირუ.
მწვრთნელი: არსენ ვენგერი

სანდერლენდი (3-4-3): პანტელიმონი, ოში, ქაბული, კოატესი, მ’ვილა, ტოივონენი, იედლინი, ვან აანჰოლტი, ბორინი, უოტმორი, ს.ფლეტჩერი.
მწვრთნელი: სემ ელარდაისი

გოლები: 1:0 კემპბელი (33), 1:1;2:1 ჟირუ (45 ს.კ. 63), 3:1 რემსი (93)
გაფრთხილებები: კოშელნი - იედლინი
მსაჯი: რობერტ მედლი

მანჩესტერ იუნაიტედი – ვესტ ჰემი 0:0

მანჩესტერი, “ოლდ ტრაფორდი”

მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა, მაკნეირი (ვარელა 46), სმოლინგი, ბლინდი, დარმიანი, შვაინშტაიგერი (დეპაი 73), შნეიდერლენი (კერიკი 44), მატა, ლინგარდი, ფელაინი, მარტიალი.
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი

ვესტ ჰემი (4-1-4-1): ადრიანი, ოგბონა, რიდი, კრესველი, ტომკინსი, სონგი (ობიანგი 78), კუაიტე, ნობლი, ზარატე (ჯენკინსონი 88), მოზესი (ანტონიო 37), კეროლი.
მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი

გაფრთხილებები: კერიკი
მსაჯი:
მარკ კლატენბურგი

საუთჰემპტონი – ასტონ ვილა 1:1 (0:1)

საუთჰემპტონი, “სენტ მერი სთედიუმი”

საუთჰემპტონი (4-2-3-1): შტეკელენბურგი, ფონტე, ვან დეიკი, ბერტრანი, სოარეში, უარდ-პროუსი, ვანიამა (რომეუ 63), ს.დევისი, ტადიჩი (ხუანმი 63), მანე (ლონგი 83), პელე.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი

ასტონ ვილა (4-3-3): გუზანი, ლესკოტი, ოკორე, ბაკუნა (რიჩარდონი 78), ჰატონი, გაიე, სანჩესი (აგბონლაჰორი 95), ვერეტუტი, ჯ.აიუ, სინკლერი, ჟესტედი (ვესტვუდი 75).
მწვრთნელი: რემი გარდი

გოლები: 0:1 ლესკოტი (44), 1:1 რომეუ (73)
გაფრთხილებები: უარდ-პროუსი – ჰატონი, გუზანი
მსაჯი: ენტონი ტეილორი

სუონსი – ლესტერი 0:3 (0:2)

სუონსი, “ლიბერთი სთედიუმი”

სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი, ბერტლი, უილიამსი, ნ.ტეილორი, ნოუტონი, ბრიტონი (ბაროუ 63), კი (კორკი 78), სიგურდსონი, რუტლიჯი (მონტერო 46), ა.აიუ, გომისი.
მწვრთნელი: გარი მონკი

ლესტერი (4-4-2): შმეიხელი, მორგანი, ჰუტი, სიმპსონი, ფუჩსი, კანტე, დრინკვოთერი, მაჰრეზი (შლუპი 90), ოლბრაიტონი, ულოა (კინგი 87), ვარდი.
მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი

გოლები: 0:1;0:2;0:3 მაჰრეზი (5;22;67)
გაფრთხილებები: ბრიტონი, კი – კანტე, სიმპსონი, ოლბრაიტონი
მსაჯი: მაიკლ ოლივერი

უოტფორდი – ნორვიჩი 2:0 (1:0)

უოტფორდი, “ვიკარეიჯ როუდი”

უოტფორდი (4-4-2): გომეში, კეტკარტი, ბრიტოსი, აკე, ნიომი, უოტსონი, კაპუ, ანია (პარედესი 74), ხურადო (აბდი 77), იგალო (გედიურა 94), დინი.
მწვრთნელი: კიკე სანჩეს ფლორესი

ნორვიჩი (4-5-1): რუდი, ბასონი, ბენეტი, უისდომი, ოლსონი, ტეტი, ჰაუსონი (ოჯიჯა-ოფოე 78), დორანსი, რედმონდი (მბოკანი 46), ბრედი, გრებანი (ჯერომი 67).
მწვრთნელი: ალექს ნილი

გოლები: 1:0 დინი (30 პენ.), 2:0 იგალო (91)
გაფრთხილებები: დინი, უოტსონი, იგალო – ტეტი, ბენეტი, ბრედი
მსაჯი:
მაიკლ დინი

ვესტ ბრომვიჩი – ტოტენჰემი 1:1 (1:1)

ვესტ ბრომვიჩი, “ჰაუტორნსი”

ვესტ ბრომვიჩი (5-4-1): მაიჰილი, ევანსი, ოლსონი, მაკოლი, დოუსონი, ბრანტი, დ.ფლეტჩერი, მორისონი, მაკკლინი, სესენიონი (გარდნერი 44), რონდონი.
მწვრთნელი: ტონი პულისი

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი, ალდერვეირედლი, ვერტონგენი, უოლკერი, როუზი, დაიერი, ალი (ნ’ჯიე 80), დემბელე, ლამელა (სონი 65), ერიკსენი, კეინი.
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

გოლები: 0:1 ალი (15), 1:1 მაკკლინი (39)
გაფრთხილებები: მორისონი, გარდნერი, მაკკლინი – კეინი, დემბელე
მსაჯი:
ჯონათან მოსი

ჩელსი – ბორნმუთი 0:1 (0:0)

ლონდონი, “სტემფორდ ბრიჯი”

ჩელსი (4-2-3-1): კურტუა, კეჰილი, ზუმა, ბაბა (ტრაორე 83), ივანოვიჩი, ფაბრეგასი (რემი 83), მატიჩი, პედრო, ოსკარი (კოშტა 46), ვილიანი, აზარი.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

ბორნმუთი (4-4-1-1): ბორუცი, სმიტი, კუკი, დანიელსი, ფრანცისი, გოსლინგი, სურმანი, სტანისლასი, რიტჩი, არტერი, კინგი (მურეი 80).
მწვრთნელი: ედი ჰაუ

გოლი: მურეი (82)
გაფრთხილებები:
პედრო, კოშტა - სურმანი
მსაჯი:
მაიკ ჯონსი

0.11941