ფეხბურთი

20:36 | 5.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

პერუს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს

პერუს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი მანუელ ბურგა ფინანსური მაქინაციების გამო დააკავეს. ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს.

ბურგა პერუს ფეხბურთის ფედერაციას 12 წლის განმავლობაში 2014 წლამდე მეთაურობდა. მანუელის აყვანა ლიმაში სახლიდან მოხდა. სანამ პოლიცია ყოფილი საფეხბურთო ჩინოვნიკის წასაყვანად მივიდოდა, ბურგამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იგი უდანაშაულოა და ქრთამი არ მიუღია.

გასული რამდენიმე დღის განმავლობაში შვეიცარიის და აშშ-ს პოლიციამ ჯამში 16 ადამიანი დააკავა. ფიფას ეთიკის კომიტეტმა რამდენიმე მათგანი ორგანიზაციიდან 90 დღით უკვე მოკვეთა.

0.115534