კალათბურთი

18:17 | 5.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“აკადემიამ” ნავსი გატეხა

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მეორე წრის პირველი ტურის ბოლო შეხვედრაში “ოლიმპმა” გამოკვეთილ აუტსაიდერ “აკადემიას” უმასპინძლა. რა თქმა უნდა, ფავორიტად “ოლიმპი” ითვლებოდა, რადგან სუპერლიგის დებიუტანტ “აკადემიას” პირველ წრეში ყველა შეხვედრა ჰქონდა წაგებული. დღევანდელი მატჩი, პროგნოზის საპირისპიროდ, “აკადემიას” უპირატესობით დაიწყო და მისივე გამარჯვებით დასრულდა. ამ გუნდმა როგორც იქნა გატეხა ნავსი, დიდი ანგარიშით 73:54 შეძლო მეტოქის დამარცხება და მიმდინარე ჩემპიონატში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ამის მიუხედავად, “აკადემია” მაინც აუტსაიდერად რჩება და მეშვიდე ადგილზე მყოფ “მგზავრები-არმიას” 2 ქულით ჩამორჩება.

“აკადემია” მთელი შეხვედრის განმავლობაში ლიდერობდა, მაგრამ 3 მეოთხედის განმავლობაში “ოლიმპი” დიდი ანგარიშით დაწინაურიების საშუალებას არ აძლევდა. შეიძლება ითქვას, რომ მატჩის ბედი ბოლო მეოთხე მეოთხედში გადაწყდა, რომელიც “აკადემიამ” 15 ქულის სხვაობით 20:5 მოიგო.

“აკადემიას” გამარჯვებაში ლომის წილი ამერიკელმა ლეგიონერმა, მძიმე ფორვარდმა მაურიციო დუგლას ბრიკსმა შეიტანა, რომელმაც 22 ქულით და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. ამ შედეგით იგი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. “ოლიმპის” რიგებში ყველაზე შედეგიან ამერიკელ ლეგიონერ, უკანახაზელ ჯერემი ბაინუმის ანგარიშზე 10 ქულაა, რომელსაც ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა.

“ოლიმპი” – “აკადემია” 54:73

(21:22, 14:16, 14:15, 5:20)

0.307969