ფეხბურთი

16:48 | 5.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჭანტურია მოედანს უგოლოდ არ ტოვებს

იტალიური “ემპოლის” ახალგაზრდულ გუნდში გოლების გატანას სტაბილურად განაგრძობს 19 წლის რომან ჭანტურია. ქართველმა ფორვარდმა ამჯერად სერია A-ს პრიმავერას C ჯგუფის მეთერთმეტე ტურში სტუმრად “აველინოს” (3:2) გაუტანა.

ჭანტურიამ თავი მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე გამოიჩინა, როცა “ემპოლი” 1:2 აგებდა და შესაბამისად, ანგარიში გაათანაბრა. საბოლოოდ კი, ტოსკანელებმა გამარჯვება მსაჯის დამატებულ პირველ წუთზე გატანილი გოლით მოიპოვეს. ჭანტურიამ მოედანზე 90 წუთი გაატარა და გარდა გოლისა, გაფრთხილებასაც გამორჩა.

“ემპოლი” თავის ქვეჯგუფში ლიდერია, ხოლო თვითონ რომანი პრიმავერას ჩემპიონატის C ჯგუფის ბომბარდირთა დავას 9 მატჩში გატანილი 11 გოლით ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ “ფროზინონეს” შემტევ მიკელე ვოლპეს 2 გოლით უსწრებს.

0.118224