კალათბურთი

16:28 | 5.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

რევანში არ შედგა

საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა მიმდინარე ჩემპიონატის მეორე წრის პირველი ტურის მესამე შეხვედრაში, რომელსაც თბილისის ახალმა სპორტის სასახლემ უმასპინძლა, ერთმანეთს “სოხუმი” და “რუსთავი” დაუპირისპირდნენ. ამ გუნდების პირველი წრის შეხვედრა “სოხუმმა” მოიგო. აღნიშნულიდან გამომდინარე, “რუსთავს” რევანშისთვის უნდა ეზრუნა. როგორც პირველი წრის შეხვედრა, ეს მატჩიც ზღვისპირელთა უპირატესობით დაიწყო. პირველი ტაიმში სოხუმელებმა 11 ქულის სხვაობით 39:28 მოიგეს.

მეორე ტაიმში მათი უპირატესობა 14 ქულამდე გაიზარდა და საბოლოოდ 71:57 შეძლეს მეტოქის დამარცხება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქვემოქართლელებმა რევანშის აღება ვერ შეძლეს და მიმდინარე ჩემპიონატში სოხუმელებთან 0:2 აგებენ.

ამ შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი “რუსთავის” სერბი ლეგიონერი, მძიმე ფორვარდი ნიკოლა გაჩეშა გახდა, რომელმაც 21 ქულით და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. ასევე ორმაგი დუბლის ავტორი გახდა “რუსთავის” კიდევ ერთი ლეგიონერი, ამერიკელი ცენტრალური თავდამსხმელი კაელ ტურპინი, რომლის ანგარიშზეც 15 ქულა და 13 მოხსნაა. სოხუმელთა შორის 20-20 ქულით ყველაზე შედეგიანები ამერიკელი ლეგიონერი, უკანახაზელი ფილიპ მილერი და ცენტრალური თავდამსხმელი სერგო ათუაშვილი გახდნენ. ამ უკანასკნელმა აღნიშნულ ქულებს 13 მოხსნაც შემატა და ორმაგი დუბლი გააკეთა.

ამჟამად მიმდინარეობს ტურის ბოლო შეხვედრა, სადაც ერთმანეთს “ოლიმპი” და “აკადემია” ხვდებიან.

“სოხუმი” – “რუსთავი” 71:57

(20:16, 19:12, 17:20, 15:9)

0.111841