ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა პარიზულ გუნდში მორიგი რეკორდი დაამყარა. ზლატანი ლიგა 1-ში პსჟ-ს ყველა დროის საუკეთესო გოლეადორი გახდა. პარასკევს, “ნიცასთან” მატჩში (3:0 VIDEO) შვედმა გიგანტმა დუბლი შეასრულა, რითაც საფრანგეთის ჩემპიონატში 86 გატანილი გოლი დაუგროვდა და აქამდე საუკეთესო შედეგის მქონე მუსტაფა დალებუს ერთი ბურთით გაასწრო.
ლიგა 1-ის საუკეთესო ბომბარდირი კი დელიო ონისი გახლავთ, რომელსაც “რეიმსის”, “მონაკოს”, “ტურისა” და “ტულონის” ღირსება დაუცავს. თუმცა, ონისის შედეგი ძალზე მაღალია – 299 გოლი.