ფეხბურთი

15:00 | 5.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარჩელო ლიპი “ლაციოს” გაწვრთნის?

ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ შესაძლოა, რომის “ლაციო” ჩაიბაროს. ამის შესახებ ავტორიტეტული გამოცემა “კორიერე დელო სპორტი” წერს. თუ იტალიელ ჟურნალისტებს ვერწმუნებით, “ლაციალეს” პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტო თავისი გუნდის ბოლოდროინდელი შედეგებით უკმაყოფილოა და ამჟამინდელ თავკაც სტეფანო პიოლის გათავისუფლებას უპირებს. ლიპი კი მის შემცვლელთა სიაში პირველ ადგილზე მოიაზრება. სხვათა შორის, 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონი პარასკევს, “ლაციოსა” და “იუვენტუსის” თამაშს დაესწრო. ვინ იცის, იქნებ ახალ გუნდსაც ზვერავდა... მაესტროს გარდა, ახსენებენ კიდევ ერთი გამოცდილი სპეციალისტის, ფრანჩესკო გიდოლინის სახელსაც.

ისე კი, პიოლის უმუშევრად დარჩენა სულაც არ იქნება გასაკვირი – “ლაციომ” ბოლო 6 ტურში ოდენ კინკილა ქულა მოიპოვა და სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილისკენ მიექანება.

0.132348