ფეხბურთი

11:02 | 5.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

გულშემატკივრებმა შვაინშტაიგერი გამოარჩიეს

გერმანიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ბასტიან შვაინშტაიგერი “მანჩესტერ იუნაიტედის” გულშემატკივრებმა ნოემბრის თვეში საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. “წითელი ეშმაკების” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, 31 წლის მოთამაშემ ხმების 55% მიიღო.

გასულ თვეში შვაინშტაიგერმა პრემიერლიგაში სამი მატჩი ჩაატარა და მანჩესტერელთა რიგებში პირველი გოლი “ლესტერის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში გაიტანა. პრემიერლიგაში გოლის გარდა, ბასტიანმა აქტივში საგოლე გადაცემა ჩაიწერა.

გერმანელი ინგლისურ გრანდში მიმდინარე წლის ზაფხულში მიუნხენის “ბაიერნიდან” გადავიდა. მიმდინარე სეზონში “მანჩესტერის” მაისურით ნახევარმცველი მოედანზე 22 მატჩში გამოჩნდა.

0.108294