ფეხბურთი

23:12 | 4.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსის” კურტუა დაუბრუნდა

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ “ბორნმუთთან” მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ტიბო კურტუა გუნდთან ერთად ვარჯიშობს. ბელგიელი სექტემბრიდან მოყოლებული ტრავმის გამო სარეაბილიტაციო პერიოდს გადიოდა.

პორტუგალიელ სპეციალისტს არ დაუკონკრეტებია ბელგიის ეროვნული ნაკრების გოლკიპერი პრემიერლიგის მომდევნო ტურში, სასტარტო შემადგენლობაში იქნება თუ არა. მოურინიომ აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ კურტუა “ბორნმუთთან” ვერ ითამაშებს, ჩემპიონთა ლიგაზე “პორტუს” წინააღმდეგ პირველივე წუთიდან დაიტვირთებაო.

პრემიერლიგის მე-15 ტურის შეხვედრას ჯონ ტერი, რადამელ ფალკაო და რამირესი გამოტოვებენ. “ჩელსის” და “ბორნმუთის” შეხვედრა “სტემფორდ ბრიჯზე” 5 დეკემბერს, თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.

0.117976