რაგბი

20:04 | 4.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

7-კაცა მეოთხედფინალში ირლანდიას შეხვდება

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრები დუბაის საერთაშორისო ტურნირის თასის მეოთხედფინალშია და იქ ირლანდიის ნაკრებს შეხვდება.

კახა ალანიას შეგირდებმა პირველ შეხვედრაში საფრანგეთის მზარდ 7-კაცა ორი ლელო გაუტანეს, მაგრამ თავად 3 გაუშვეს და 12:19 დამარცხდნენ. რადგან ჯგუფში მეოთხე მონაწილე გუნდი არ გამოჩნდა, როგორც სხვა ყველას, საქართველოსაც ამ თამაშში 20:0 მოგება ჩაერთვალა და დღის ბოლო, გადამწყვეტ მატჩში, მოსკოვის რეგიონის გუნდს შეხვდა, რომელმაც მანამდე ფრანგებთან 12:27 დამარცხდა.

როგორც რუსულ-ქართულ დაპირისპირებაში ხდება ხოლმე, თამაში დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა - 17:10. ამრიგად, საქართველოს ნაკრები თასის მეოთხედფინალში ირლანდიას შეხვდება, რომელმაც ტრადუციული რაგბისგან განსხვავებით, 7-კაცა გუნდი ახლახანს, სპეციალურად ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის შეკრიბა და დასკვნით საკვალიფიკაციო ეტაპში თამაშის უფლებას მოიპოვა.

0.117037