რაგბი

19:38 | 4.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

7-კაცამ ორი თამაში გადადო

საქართველოს 7-კაცა ნაკრები დუბაის საერთაშორისო ტურნირზე რომ გაემგზავრა, რამდენიმე კლუბს სამი და ოთხი მორაგბე გამოაკლდა და ამის გამო “დიდი 10”-ის მე-12 ტურის ორი შეხვედრა გადაიდო: “ყოჩები” - “აია”, “ლოკომოტივი” - “არმაზი”.

შედეგად, ტურის სამი თამაში სამ დღეზე გაიწელა და თითო-თითო უქმეებზე, ხოლო ერთი სამშაბათს დაინიშნა. 5 დეკემბერს, 13:30 საათზე “ბათუმი” რუსთავის “ხარებს” გონიოში დაუხვდება. ზღვისპირელებს მოგებით მინიმუმ ერთი დღით გალიდერება, ხოლო ჯამში საახალწლო შესვენებაზე მინიმუმ მეორე ადგილით გასვლის შანსი აქვთ და ამისათვის მაქსიმუმს გაიღებენ, ხოლო რუსთაველები წლის მიწურულს ექვსეულთან მიახლოვების შანსის გამოყენებას ეცდებიან.

გარდა ამისა, “ხარებს” რევანშიც აქვს ასაღები. ჩემპიონატის სტარტზე რუსთაველებმა თამაში-თამაშზე წააგეს და მათ შორის “ბათუმთანაც” დამარცხდნენ, მაგრამ მე-3 ტურის ეს შეხვედრა პირველი იყო, რომელშიც ლევან მგელაძის შეგირდებმა ქულა აიღეს - 9:13. ამის შემდეგ “ხარებს” კარგი სერიაც ჰქონდა, მაგრამ ერთი კვირის წინ უშუალო კონკურენტ “აკადემიას” ვერ აჯობა და მხოლოდ ქულას დასჯერდა (3:8). “ბათუმს” კარგი სტარტის შემდეგ მცირედი შეფერხება ჰქონდა, მერე ჩვეულ ფორმაში დაბრუნდა, ერთი კვირის წინ კი, ისიც მხოლოდ ქულას დასჯერდა, როდესაც ქუთაისში “აიასთან” 3:9 დამარცხდა.

კვირას, 6 დეკემბერს ტურის ცენტრალური მატჩია და დიდ დიღომში ლიდერები შეიბმებიან. “ლელო-სარასენსმა” გორის “ჯიქს” ლიდერობა გასულ ტურში ჩამოართვა, როდესაც თავად “არმიას” 15:9 სძლია და პრემიალური ქულაც ჩაიწერა, ხოლო “ჯიქი” “ლოკომოტივთან” 13:25 დამარცხდა. გორელებს ლიდერობის დაბრუნება შეუძლიათ, მაგრამ ამისთვის ის უნდა შეძლონ, რაც აქამდე ვერავინ მოახერხა და ქვეყნის ჩემპიონი მისსავე არენაზე, “ლელოზე” დაამარცხონ.

მთლიანობაში, “ლელო-სარასენსს” 4-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს, აქედან ბოლო ორი თამაში ამ გუნდმა პრემიალური ქულით მოიგო და გორელებს მაგრად გაუჭირდებათ. “ჯიქს” თამაში ბოლო დროს აერია, თორემ სეზონის სტარტზე მაგარ ფორმაში იყო და “ლელო-სარასენსსაც” 21:13 სძლია. კვირის მატჩი 15 საათზე დაიწყება და მისი სთრიმით ჩვენებაა დაგეგმილი.

ტურის კიდევ ერთი მატჩი უჩვეულო დროს, სამშაბათსაა დანიშნული და დედაქალაქურ დერბიში ქვედა ოთხეულის გუნდები, “აკადემია” და “არმია” ითამაშებენ. ეს შეხვედრაც 15 საათზე იწყება და მისი სთრიმით ჩვენებაც იგეგმება. დღეისათვის აკადემიელები უკეთეს პოზიციაში არიან და ექვსეულთან მიახლოვების შანსი აქვთ, ხოლო არმიელების მიზანი ამ ეტაპზე სწორედ “აკადემიის” გადასწრებაა.

კონკურენტების ჯახი დაძაბული რომ იქნება პირველი წრის შედეგიც ადასტურებს. მაშინ “აკადემიამ” 15:12 იმარჯვა და მთლიანობაში, მეტოქესთან შედარებით ორჯერ მეტი თამაში აქვს მოგებული, მაგრამ “არმია” დიდი ანგარიშით იშვიათად მარცხდება და კონკურენტუნარიანი ჯერჯერობით პრემიალური ქულების ხარჯზე რჩება. ერთი კვირის წინ არმიელებმა “ლელო-სარასენსისგან” 3 ლელო გაუშვეს, თავად ერთიც ვერ გაიტანეს, მაგრამ პრემიალური ქულა მაინც აიღეს (9:15). “აკადემია” კიდევ ერთ უშუალო კონკურენტ “”ხარებს” რუსთავში მიუხტა და 8:3 მოგებით სეზონში მე-4 გამარჯვება გაიფორმა.

საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატი. XII ტური

5 დეკემბერი. გონიო. 13:30 საათი

ბათუმი (ბათუმი) - ხარები (რუსთავი)

6 დეკემბერი. თბილისი. “ლელო”. 15:00 საათი

ლელო-სარასენსი (თბილისი) - ჯიქი (გორი)

8 დეკემბერი. თბილისი. “შევარდენი”. 15:00 საათი

აკადემია (თბილისი) - არმია (თბილისი)

ყოჩები (ბოლნისი) - აია (ქუთაისი) გადაიდო

ლოკომოტივი (თბილისი) - არმაზი (თბილისი) გადაიდო

29/11

კლუბი ქალაქი

+პ

+ნ

-დ

გატ:გაშ

სხვ

1

ლელო სარასენს თბილისი

11

8

1

2

2

1

0

202:156

+46

22/14

37

2

ჯიქი გორი

11

7

1

3

3

2

0

184:116

+68

22/08

35

3

ბათუმი ბათუმი

11

7

1

3

1

3

0

177:139

+38

14/05

34

4

ლოკომოტივი თბილისი

11

7

0

4

1

4

0

216:165

+51

22/11

33

5

აია ქუთაისი

11

7

1

3

1

1

0

178:143

+35

12/10

32

6

ყოჩები ბოლნისი

10

5

0

5

1

3

0

161:161

=0

13/13

24

7

აკადემია თბილისი ^

11

4

0

7

0

3

0

099:156

-57

05/15

19

8

ხარები რუსთავი

11

4

0

7

0

3

0

122:173

-51

10/20

19

9

არმია თბილისი

11

2

1

8

0

5

0

183:253

-70

11/29

15

10

არმაზი თბილისი

10

0

1

9

0

6

0

137:197

-60

11/17

8

^ უკეთესი პირისპირ ბალანსით, % ნაკლები თამაშის გამო

29/11 @ 18.10

ქულათა ნიხრი ბაზისი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0 +1 ბონუსი = პრემია ან ნუგეში
პრემია მხოლოდ მოგებულს, თუ მეტოქეს [მინიმუმ] სამით მეტ ლელოს გაუტანს
ნუგეში მხოლოდ წაგებულს, თუ 8 ქულაზე ნაკლებით [გარდასახული ლელოს ფარგალში] დამარცხდება
ფრეზე ბონუსი არავის ერგება. სისტემა ქართულია: განსხვავდება ფრანგული და დანარჩენი მსოფლიოს ნიხრებისგან

თეგებიდიდი 10
0.117354