ფეხბურთი

17:06 | 4.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ხავსს მოჭიდებული “ლაციო” და იშტაზე მყოფი “იუვენტუსი”

იტალიის სერია A-ს XV ტური მისთვის უჩვეულოდ, პარასკევს დაიწყება. თანაც, ცენტრალური მატჩით: რომში, “ლაციო” ტურინის “იუვენტუსს” უმასპინძლებს. ლიდერი “ნაპოლი” კი კვირას, ბოლონიაში ჩავა. თავის მხრივ შაბათსაც საინტერესო თამაშებია ჩანიშნული – “ტორინო” – “რომა” და “ინტერი” – “ჯენოა”.

იტალიურ მედიაში უკვე აქტიურად წერენ, რომ თუ “ლაციო” “იუვენტუსთან” უქულოდ დარჩება, სტეფანო პიოლის ახალი სამსახურის ძებნა მოუწევს. არავინ იცის, რახდება ოდიოზური კლაუდიო ლოტიტოს თავში, მაგრამ “არწივები” რომ ცუდ ფორმაში არიან ნათელია. “ლაციალეს” ბოლო 5 თამაშში ოდენ ქულა მოუპოვებია და მეთოდურად ეშვება ცხრილის ქვედა ნაწილისკენ. არადა, ერთ დროს სამეულში იყო მოკალათებული. “იუვენტუსი” კი პირიქით, აღმასვლას განიცდის და ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდება ლიდერთა ნუსხას. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა სეზონის დასაწყისში ნაჩვენები შედეგები მკვეთრად გამოასწორა და ახლა მეხუთე ადგილზეა. ალეგრის დღეს ნახევარდაცვის ცენტრში დანაკლისი აქვს – ლემინა და ხედირა ტრავმირებულნი არიან, პოგბა – დისკვალიფიცირებული. შესაბამისად, პოგბას ადგილზე ფლანგელი ალექს სანდროს გამოჩენას ვარაუდობენ.

ჩემპიონატს ერთპიროვნულად “ნაპოლი” ლიდერობს და სამხრეთელები პოზიციის დათმობას არ აპირებენ. მაურიციო სარის გუნდის მორიგი გაჩერება “რენატო დალ არას” სტადიონია, სადაც მათ აუტსაიდერი “ბოლონია” დაუხვდება. “ნაპოლის” საგმირო საქმეები მიმდინარე სეზონში უკვე ყველასთვის ცნობილია – ბოლო ტურში კი უშუალო კონკურენტ “ინტერსაც” მოუგო. ნეაპოლიტანელთა ასეთი აღმაფრენით თამაში დიდწილად არგენტინელი ფორვარდის გონსალო იგუაინის დამსახურებაა, რომელიც ალბათ, კარიერაში ერთ-ერთ გამორჩეულ სეზონს ატარებს და ასე თუ გააგრძელებს ვინძლო, სკუდეტო 26 წლის მერე ისევ გიჟურ სამხრეთში გაემგზავროს...

“ნაპოლის” კონკურენტი “ინტერი” ხვალ “ჯენოას” დაუხვდება და ერთი კვირის წინანდელი მარცხის დავიწყებას ეცდება. “სან პაოლოდან” “ნერაძურის” ქულის წამოღებაც შეეძლო, მაგრამ მსაჯის კომპესირებულ დროში ბურთი კარის ძელს დაუმიზნეს, თანაც ორჯერ (!) ჯამპიერო გასპერინის “ჯენოა” წლეულს განსაკუთრებული თამაშით თავს ვერ იწონებს, მაგრამ ერთიცაა, ის შემადგენლობა რაც ლიგურიელებს ჰყავთ, შესაბამისი ქულების დაგროვებას ამ დროისთვის მაინც ახერხებს.

ხვალვე კიდევ ერთი საინტერესო თამაშია: ტურინში კერკეტი კაკალი “ტორინო” კრიზისში მყოფ “რომას” დაუხვდება. რუდი გარსიას ბედი ბეწვზე რომ კიდია, ძველი ამბავია. ჰოდა, ახლა “ოლიმპიკოზე” თამაში კიდევ უფრო უნდა გაუძნელდეთ “მგლებს”. დედაქალაქურ გუნდს, რომელსაც საჩემპიონო ამბიცია ამოძრავებს, უკვე ორი ტურია აღარ მოუგია. მეტიც, თუ იმ ორ მეტოქეს გავითვალისწინებთ, მათთან აღებული ერთი ქულა საგანგაშო სიგნალს უნდა გამოსცემდეს. აღარაფერს ვამბობთ ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონასთან” მარცხზე. – ერთიცაა, “რომას” მომავალი კვირის შუაში იმავე ლიგაზე ბორისოვის “ბატესთან” აქვს სათამაშო, რომელშიც მინიმუ ქულის აღება მართებს, თუ რა თქმა უნდა, ჯგუფიდან გასვლა უნდა. ასე რომ, “ჯალოროსის” ტურინში ადვილი თამაში არ ექნება. მითუმეტეს, ჯამპიერო ვენტურას “ტორინო” გამართულ ფეხბურთს აჩვენებს და ბოლო სამი მატჩიც (იტალიის თასის ჩათვლით) მოგებული აქვს.

სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში მყოფი ფლორენციის “ფიორენტინა” კვირას ითამაშებს და შინ “უდინეზეს” დაუხვდება. პაულო სოუზას ბიჭები ადვილი შესაძლებელი იყო ახლა თანალიდერები ყოფილიყვნენ, მაგრამ ბოლო ტურში “სასუოლოსთან” გამარჯვების ნაცვლად მხოლოდ ფრეს გამორჩნენ. ეგ კი არა, უკანასკნელ ორ ტურში ორის ნაცვლად “იებს” 6 ქულა რომ აეღოთ, ახლა ლიდერი არა “ნაპოლი”, არამედ თავად იქნებოდნენ. თუმცა, “ფიორენტინას” საქმე ცუდად ნამდვილად არ აქვს და ხელის ჩაქნევა ჯერ კიდევ ადრეა. ამჯერად მეტოქეც ისეთი ჰყავთ, წესით, ფლორენცილებს სამი ქულის მოპოვება დიდად არ უნდა გაუჭირდეთ.

XV ტურს “მილანი” დაასრულებს, რომელიც დებიუტანტ “კარპის” მოდენაში ეწვევა. “სტადიო ბრალიაზე” “მილანი” ბოლო დროს ნაცადი ტაქტიკით, 4-4-2-ით ითამაშებს. ფაქტია, სინიშა მიხაილოვიჩს ახალმა სქემამ გაუმართლა, რადგან ბოლო ტურში “სამპდორიას” 4:1 გადაურბინეს. ისევ სასტარტოში იქნება ამ თამაშის გმირი ფრანგი მბიაიე ნიანგი. თავის მხრივ თუ “როსონერი” კარგ განწყობაზეა, უხასიათობას არც ფაბრიციო კასტორის “კარპი” უჩივის. – გასულ უიქ-ენდზე კუნძულელებმა ერთობ ნანატრი გამარჯვება მოიპოვეს, როცა გენუაში “ჯენოას” 2:1 მოუგეს და ახლაც იგივეს გაკეთება ექნებათ დასახული.

“ლაციო” – “იუვენტუსი”

რომი, “ოლიმპიკო”

4 დეკემბერი, 23:45 საათი

“ლაციო” (4-2-3-1): მარკეტი; ბასტა, მაურისიო, ჯენტილეტი, რადუ; ბილია, პაროლო; კანდრევა, მილინკოვიჩ-სავიჩი, კიშნა; კლოზე

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

“იუვენტუსი” (3-5-2): ბუფონი; ბარძალი, ბონუჩი, კიელინი; ლიხშტაინერი, სტურარო, ალექს სანდრო, ევრა; მორატა, დიბალა

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

მსაჯი: ლუკა ბანტი

“ტორინო” – “რომა”

ტურინი, “ოლიმპიკო”

5 დეკემბერი, 18:00 საათი

“ტორინო” (3-5-2): პადელი; ბოვო, გლიკი, მორეტი; ბრუნო პერესი, ბენასი, ვივესი, ბაზელი, მოლინარო; კვალიარელა, ბელოტი

მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა

“რომა” (4-3-3): დე სანკტისი; ფლორენცი, მანოლასი, რუდიგერი, დინიე; პიანიჩი, დე როსი, ნაინგოლანი; ჟერვინიო, ჯეკო, იაგო ფალკე

მწვრთნელი: რუდი გარსია

მსაჯი: ანტონიო დამატო

“ინტერი” – “ჯენოა”

მილანი, “ჯუზეპე მეაცა”

5 დეკემბერი, 23:45 საათი

“ინტერი” (4-3-3): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო, მირანდა, მურილო, ტელეში; გუარინი, ფელიპე მელო, ბროჟოვიჩი; პალასიო, იოვეტიჩი, ლიაიჩი

მწვრთნელი: რობერტო მანჩინი

“ჯენოა” (3-4-3): პერინი; იცო, ბურდისო, ანსალდი; ფიგერაში, რინკონი, ტინო კოსტა, ლაქსალტი; ლაზოვიჩი, პეროტი, გაკპე

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

მსაჯი: პიერო ჯაკომელი

“ბოლონია” – “ნაპოლი”

ბოლონია, “რენატო დალ არა”

6 დეკემბერი, 15:30 საათი

“ბოლონია” (4-3-3): მირანტე; როსეტინი, გასტალდელო, ოიკონომუ, მაზინა; რიცო, დიავარა, დონსა; მუნირი, დესტრო, ჯაკერინი

მწვრთნელი: რობერტო დონადონი

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი; ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი; კალეხონი, იგუაინი, ინსინიე

მწვრთნელი: მაურიციო სარი

მსაჯი: პაოლო მაცოლენი

“ატალანტა” – “პალერმო”

ბერგამო, “ატლეტი აძური”

6 დეკემბერი, 18:00 საათი

“ატალანტა” (4-3-3): სპორტიელო; რაიმონდი, პალეტა, კერუბინი, ბრივიო; მილიაჩო, დე რუნი, კურტიჩი; მორალესი, დენისი, გომესი

მწვრთნელი: ედუარდო რეია

“პალერმო” (4-3-1-2): სორენტინო; რისპოლი, გონსალესი, გოლდანიგა, ლაზაარი; ჰილიერმაკი, იაიალო, ჩოჩევი; ბრუგმანი; ტრაიკოვსკი, ჯილარდინო

მწვრთნელი: დავიდე ბალარდინი

მსაჯი: კარმინე რუსო

“ფიორენტინა” – “უდინეზე”

ფლორენცია, “არტემიო ფრანკი”

6 დეკემბერი, 18:00 საათი

“ფიორენტინა” (3-4-2-1): ტატარუშანუ; რონკალია, როდრიგესი, ასტორი; ბერნარდესკი, ბადეი, ვესინო, ალონსო; ილიჩიჩი, ბორხა ვალერო; კალინიჩი

მწვრთნელი: პაულო სოუზა

“უდინეზე” (3-5-2): კარნეზისი; ვაგუე, დანილო, ფელიპე; ვიდმერი, ბადუ, ლოდი, იტურა, ედენილსონი; აგირე ტერო

მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუონო

მსაჯი: მარკო გუიდა

“ფროზინონე” – “კიევო”

ფროზინონე, “მატუზა”

6 დეკემბერი, 18:00 საათი

“ფროზინონე” (4-4-2): ლეალი; როზი, დიაკიტე, ბერტონჩინი, კრიველო; პაგანინი, გორი, სამარკო, სოდიმო; დ. ჩიოფანი, დიონისი

მწვრთნელი: რობერტო სტელონე

“კიევო” (4-3-1-2): ბიძარი; ფრეი, გამბერინი, დაინელი, გობი; კასტრო, რიგონი, ჰეტემაი; ბირსა; მეჯორინი, ინგლეზე

მწვრთნელი: როლანდო მარანი

მსაჯი: ჯანლუკა როკი

“ვერონა” – “ემპოლი”

ვერონა, “ბენტეგოდი”

6 დეკემბერი, 18:00 საათი

“ვერონა” (4-4-2): გოლინი; პიზანო, ბიანკეტი, მორასი, სუპრაიენი; იანკოვიჩი, იონიტა, ვივიანი, ჰალფრედსონი; ტუპტა, ტონი

მწვრთნელი: ლუიჯი დელ ნერი

“ემპოლი” (4-3-1-2): სკორუპსკი; ლაურინი, ბარბა, კოსტა, მარიო რუი; ზიელინსკი, პარედესი, ბუჩელი; საპონარა; პუჩარელი, მაკარონე

მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო

მსაჯი: პაოლო ტალიავენტო

“სამპდორია” – “სასუოლო”

გენუა, “მარასი”

6 დეკემბერი, 18:00 საათი

“სამპდორია” (4-3-1-2): ვივიანო; დე სილვესტრი, სილვესტრე, მოისანდერი, რეჯინი; ივანი, ფერნანდო, ბარეტო; სორიანო; მურიელი, ედერი

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ვრსიალკო, კანავარო, აჩერბი, პელუზო; მისიროლი, მანიანელი, ლარიბი; ფლორო ფლორესი, დეფრელი, სანსონე

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

მსაჯი: მაურიციო მარიანი

“კარპი” – “მილანი”

მოდენა, “ბრალია”

6 დეკემბერი, 23:45 საათი

“კარპი” (4-4-2): ბელეკი; ძაკარდო, გალიოლო, რომანიოლი, ლეტიცია; პაშიუტი, კოფიე, ლოლო, დი გაუდიო; მარტინიო, მბაკოგუ

მწვრთნელი: ფაბრიციო კასტორი

“მილანი” (4-4-2): დონარუმა; აბატე, ალექსი, რომანიოლი, დე შილიო; ჩერჩი, კუჩკა, მონტოლივო, ბონავენტურა; ნიანგი, ბაკა

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

მსაჯი: მასიმილიანო ირატი

თეგებისერია A
0.113794