ფეხბურთი

14:27 | 4.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ხავიერ მასკერანოს ერთწლიანი პატიმრობა მიესაჯა

არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველ ხავიერ მასკერანოს ერთწლიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა. ამის შესახებ ესპანური მედია წერს. საქმე ისაა, რომ არგენტინელი ფეხბურთელი 2011 და 2012 წლებში გადასახადების გადახდას თავს არიდებდა.

სამხრეთამერიკელს 2011 წლის დარღვევისთვის 4, ხოლო 2012 წლისთვის 8 თვიანი პატიმრობა შეუფარდეს. გარდა ამისა, ხავიერი სერიოზულ ფულად ჯარიმას გადაიხდის: კერძოდ, პირველი წლის გამო 235 ათას ევროს, ხოლო მეორე წლისთვის 581 ათას ევროს, რაც ჯამში 816 ათას ევროს უტოლდება.

“ბარსელონას” მოთამაშემ ესპანეთის საგადასახადო სამსახურს ჯამში 1.5 მილიონი ევრო დაუმალა და მას, გარდა ჯარიმებისა, აღნიშნული თანხის დაფარვაც სრულად მოუწევს.

0.113313