კალათბურთი

21:50 | 3.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯონ უოლი: “ბრაიანტს შეუძლია კიდევ 5 წელი ითამაშოს”

“ვაშინგტონი” – “ლეიკერსის” (104:108) მატჩის შემდეგ დედაქალაქელების ლიდერმა ჯონ უოლმა კობი ბრაიანტის შესახებ მოკლე და ლაკონური კომენტარი გააკეთა.

“ვფიქრობ, კობის შეუძლია კიდევ 5 წელი ითამაშოს” – განაცხადა უოლმა.

ბრაიანტმა “ვაშინგტონს” 31 ქულა ჩაუგდო, რაც მიმდინარე სეზონში “შავი მამბასთვის” სარეკორდო მაჩვენებელია.

როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ კობი ბრაიანტმა განაცხადა, რომ ის ნბა-ში ბოლო სეზონს ატარებს.

0.123735