ფეხბურთი

21:08 | 3.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

მასკერანომ “ფეირ ფლეის” ტიტული მოიპოვა

“ბარსელონას” 31 წლის არგენტინელმა ფეხბურთელმა ხავიერ მასკერანომ კლუბის 2015 წლის “ფეირ ფლეის” ჯილდო მიიღო. ინფორმაციას “ბლაუგრანას” ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

2015 წლის “ბარსელონას” “ფეირ ფლეის” ტიტულზე მასკერანოსთან ერთად წარდგენილები ანდრეს ინიესტა, ლიონელ მესი, პიკე, ივან რაკიტიჩი და კლუბიდან წასული ჩავი ერნანდესი იყვნენ.

წინა წლებში “ფეირ ფლეის” ტიტული დაისაკუთრეს: ბოიან კრკიჩი (2010 წელი), ინიესტა (2011), ჩავი (2012, 2013), კარლეს პუიოლი (2015).

0.109