ფიფას აღმასრულებელმა კომიტეტმა რუსეთში გასამართი 2017 წლის კონფედერაციის თასისა და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის თარიღი ოფიციალურად დაამტკიცა.
ფიფას ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, წინასამუნდიალო ტურნირი სტარტს 17 ივნისს აიღებს და 2 ივლისს დასრულდება. მსოფლიო ჩემპიონატი კი 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით გაიმართება.
კონფედერაციის თასის კენჭისყრა 2016 წლის ნოემბერში ჩატარდება, ხოლო მუნდიალის - 2017 წლის დეკემბერში. ორივე ტურნირის ფინალური ეტაპი მოსკოვის დროით 18:00 საათზე დაიწყება.
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი – 14 ივნისიდან 15 ივლისამდე
გახსნითი მატჩი: 18:00
16 ივნისი: 13:00, 16:00, 19:00, 22:00
ყოველდღე ჯგუფური ეტაპის სამი მატჩი გაიმართება: 15:00, 18:00, 21:00
ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩები, მერვედფინალები და მეოთხედფინალები: 17:00, 21:00
ნახევარფინალი: 21:00
მესამე ადგილისთვის ბრძოლა: 17:00
ფინალი: 18:00
მსოფლიო ჩემპიონატის გახსნით მატჩს და ფინალს მოსკოვის “ლუჟნიკის” სტადიონი უმასპინძლებს. ჯგუფური ეტაპის შემდეგ ეკატერინბურგის, კალინინგრადის, სარანსკის და ვოლგოგრადის სტადიონებზე მატჩები აღარ გაიმართება.