ფიფას აღმასკომი ციურიხში შეიკრიბა და ერთ-ერთი განსახილველი საკითხი მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდების რაოდენობის 40-მდე გაზრდა იქნება. შესაძლოა, ეს დღესვე დაამტკიცონ... თუ მართლაც დაამტკიცეს (რისი ალბათობაც დიდია), რეფორმა განხორციელდება 2026 წლის მუნდიალიდან.
შეგახსენებთ, 1998 წლიდან მოყოლებული, მსოფლიოს ჩემპიონატზე 32 ნაკრები თამაშობს.